217-ე ლივერპულური დერბი

AutoSharing Option
13 მარტს "ენფილდზე" პრემიერლიგის გადადებული თამაში ჩატარდება - ერთმანეთს "ლივერპული" და "ევერტონი" ისტორიაში 217-ედ დაუპირისპირდებიან.

გარდა ტრადიციული საბრძოლო განწყობისა, თამაშს ინტრიგას ისიც ჰმატებს, რომ გუნდები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული განწყობით ხვდებიან. მასპინძლებს მიჯრით 3 წაგება დაუგროვდათ, სტუმრებს კი 9-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვთ.

აქედან ორჯერ მათ გრანდები შემუსრეს - "ჩელსი" 2:0 და "ტოტენჰემი" 1:0. თუმცა დერბი მაინც დერბია და ასეთ თამაშში გამორიცხული არაფერია.

ჟურნალისტები წერენ, რომ "მეფე კენი" სასტარტოში დააყენებს სტივენ ჯერარდს. "სანდერლენდთან" შეხვედრის მსგავსად სკამზე დარჩება ენდი კეროლი. დიდი
ალბათობაა, რომ ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს გლენ ჯონსონიც.

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება "ლივერპულის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. კეროლის გარდა, თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში მარტინ ატკინსონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ჯეკ როდუელი 23-ე წუთზე გააძევა. გადაწყვეტილება იმდენად აბსურდული იყო, რომ დისციპლინარულმა კომიტეტმა ევერტონელს დისკვალიფიკაციაც კი არ მისცა.

დღეს სერიოზული დანაკლისი ექნება "ევერტონს". მუხლის ტკივილის გამო გუნდს 24 წლის ირლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველი დარონ გიბსონი არ ეყოლება. ექიმების ვარაუდით, ლივერპულური დერბის გარდა, გიბსონს უქმეებზე "სანდერლენდთან" ასოციაციის თასის 1/4-ფინალური მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული