- რას იტყვით ახალ მიღწევაზე?
- ეს საუკეთესო პასუხია იმ შეკითხვებზე, რომელიც ჩვენი მისამართით სეზონის მიმდინარეობისას ჩნდებოდა. ყველას დავუმტკიცეთ, რომ მაღალი სათამაშო კლასი და ძლიერი ნებისყოფა გვაქვს. "ნიუკასლთან" ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ და გამარჯვების გზა მაინც გამოვნახეთ. ბუნებრივია, იმის გააზრებამაც გვიშველა, რომ თამაშების შემოტრიალება ადრეც გამოგვდიოდა. მომწონს, როცა ჩემი გუნდი
- ვან პერსისა და კრულის კინკლაობაზე რას იტყვით?
- ვერ გეტყვით, მათ შორის რამე ჰოლანდიაშიც მოხდა, თუ გაუგებრობები დღეს დაიწყო. ისინი მეტისმეტად ნერვიულად გამოიყურებოდნენ. ჯერ რობინთან არ მისაუბრია. ისე, მოხარული ვარ, რომ ვან პერსი წითელ ბარათს გადაურჩა.
- დრო ხომ არ არის, რომ "ტოტენჰემმა" ნერვიულობა დაიწყოს?
- არ ვიცი. მე მხოლოდ იმაზე ფიქრის დრო მრჩება, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის თავგანწირვა და რა კარგია, როცა საკუთარი ძალების რწმენა დავიბრუნეთ. ამან სეზონის ბოლოს შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ყველაფერი შეიძლება წამებში შეიცვალოს, თუკი ოდნავ მაინც მოვდუნდებით.
- იმედგაცრუებული ხომ არ ხართ, რომ გუნდი ძალიან ადრე ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას?
- იცით რა, კონკრეტულ მომენტამდე საკმაოდ კარგად ვასპარეზობდით, თუმცა მერე ტრავმების გამო მიყოლებით ოთხი განაპირა მცველი დავკარგეთ. იძულებული გავხდი, განსაკუთრებული ზომები მიმეღო; თანაც, არა ერთი რომელიმე მატჩის, არამედ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდისთვის. ამის გამო შეცდომებს ვუშვებდით და მეტოქეები ამას იყენებდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"