1. არდადეგები შეიძლება ნაადრევად დადგეს
თუკი "ლივერპულმა" ამავე სტილში განაგრძო, არდადეგები მისთვის შეიძლება ვადაზე ადრე დადგეს. ზედიზედ მესამე წაგებამ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის ბრძოლა, პრაქტიკულად, უკვე შეუსრულებელ მისიად აქცია.
13 მარტს "ევერტონთან" 26-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში სხვაობა მეოთხეზე გამაგრებულ "არსენალთან" 10 ქულა გახდებოდა.
"მეთოფეთა" სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, "წითლებს" ამხელა ჰანდიკაპის აღმოფხვრის მხოლოდ თეორიული შანსები რჩებათ. ჩემპიონატში მათზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული. "მეფე კენის" და კომპანიას გულშემატკივართა გულების გახარება
"სტედიუმ ოფ ლაითზე" "ლივერპული" პრაქტიკულად 90 წუთს აკონტროლებდა ბურთს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, აქედან რაიმე სასარგებლოს მიღება უჭირდა. წინა ხაზი ძალიან უკბილოდ თამაშობდა. პრობლემა ალბათ გუნდის შემადგენლობაშია. "ლივერპულის" ფეხბურთელების კლასი საშუალოზე ცოტა მაღალია. შესაბამისად, ეს ცხრილშიც აისახება.
"ლივერპულს" ისტორიაში მსგავსი ეტაპი ერთხელ უკვე გამოცდილი აქვს - რაფა ბენიტესის გუნდმა 2004/05 წლების სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და თანაც წინ "ევერტონი" გაუშვა. თუმცა ამ ორ შემთხვევას შორის სერიოზული სხვაობაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ დალგლიშმა ბევრად მეტი ფული დახარჯა, რაფამ კი იმ შემადგენლობიდან სამომავლოდ ნახევარი დაფერთხა და თანაც, იმ წელს ესპანელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რასაც ამ ფორმაციის გუნდისგან იქამდე არ უნდა ველოდოთ, სანამ ისინი კონკურენტუნარიანები არ გახდებიან.
2. ჰარი ინგლისისთვის - პრობლემა ტოტენჰემისთვის
ბოლო პერიოდში "ტოტენჰემის" სამმატჩიან წაგებათა სერიას ხშირად ამართლებენ იმ გაუგებრობით, რაც გუნდში ჰარი რედნაპის ინგლისის ნაკრების თავკაცად შესაძლო დასახელებას მოჰყვა. მოწოდებები, რომ ჰარი დროულად გაერკვეს, თუ რა არის მისთვის პრიორიტეტული, სულ უფრო ხშირად ისმის. სეზონის გადამწყვეტი ეტაპი კარზეა მომდგარი, "ტოტენჰემმა" კი მთელი ჰანდიკაპი გაანიავა, რაც "ჩელსისთან" და "არსენალთან" ჰქონდა.
თუმცა რედნაპის გაურკვეველი მომავალი სულაც არ არის "ტოტენჰემის" ერთადერთი პრობლემა. ელემენტარული ანალიზია საჭირო იმის მისახვედრად, რომ სამივე წაგებას სხვადასხვა მიზეზი აქვს. თუკი "არსენალთან" გუნდმა უბრალოდ კაპიტულაცია გამოაცხადა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ევერტონთან" მათ ნამდვილად ჰქონდათ შანსი, რომ არ წაეგოთ. ამ შეხვედრებში ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს.
თუმცა არც იმას ვამბობთ, რომ რედნაპის ბრალი ამ ამბებში მინიმალურია. "ევერტონთან" მოდრიჩი მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, ბეილი - ცენტრში. ჩვენ ეს რესურსების არაეფექტურად გამოყენება გვგონია. იმის გახსენებაც შეიძლება, რომ "დეზებს" ტრავმების გამო წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ, მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონი, რომ მაშინ, როცა ლიდერები გაკლია, იმათი გამოყენება, ვინც შენს ხელთაა, საკუთარ პოზიციებზე უმჯობესია.
შესაძლოა, მთავარი პრობლემა სულ სხვაგან იღებდეს სათავეს. მაგალითად, ამა წლის 8 თებერვალს რედნაპის სასამართლო პროცესის დასრულებიდან. მას მერე შესაძლოა ჰარი შინაგანად მოეშვა და ეს გუნდზეც აისახა. ამჟამად "დეზების" თამაშში აღარ იგრძნობა ის ცეცხლი, რაც მენეჯერისადმი ბრალდების მოხსნამდე შეიმჩნეოდა.
ტურის ნაკრები
ტიმ ჰოვარდი (ევერტონი) - რანხელი (სუონსი), სილვენ დისტენი (ევერტონი), ტომას ვერმალენი (არსენალი), უეინ ბრიჯი (სანდერლენდი) - ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტეო უოლკოტი (არსენალი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), დევიდ ჰოილეტი (ბლექბერნი) - რობინ ვან პერსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 641
2. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 629 ქულა
3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 542
4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 517
5. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) - 482
ზოგადი სტატისტიკა
279 მატჩი
211 მოგება
68 ფრე
145 მშრალად შენახული კარი
781 გოლი
4 080 ზუსტი დარტყმა კარში
3 167 აცილება
520 ფეხბურთელი
68 ეროვნების მოთამაშე
15 ჰეთ თრიკი
887 ყვითელი ბარათი
51 წითელი ბარათი
9 614 426 ფანი ტრიბუნებზე
ლივერპული-ევერტონი გადადებული თამაშის შედეგები შეტანილი არ არის
ტურის გმირი: ტომას ვერმალენი
ზედიზედ მეორედ ტურის ფეხბურთელად არსენალელს ვასახელებთ. გარწმუნებთ, ამას სუბიექტური დამოკიდებულების გამო არ ვაკეთებთ. ჩრდილოლონდონური კლუბი ამის საფუძველს თავად გვაძლევს.
ზედიზედ მეორედ თამაშის შემოტრიალებასა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოსაგებად ბელგიელმა გადამწყვეტი სიტყვა თქვა და ამით ჩვენგან ტურის გმირის წოდება დაიმსახურა.
ტურის მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
"სუონსის" 39 წლის დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა თავის გუნდს ფავორიტთან 3 ქულა მოაპოვებინა. თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ მეორე მხრივ ამ შედეგმა ცხრილში ლიდერის ცვლილებას შეუწყო ხელი.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXVIII ტური
გადადებული მატჩი
ლივერპული-ევერტონი 2:0
ლივერპული (4-4-2): რეინა - კელი, ენრიკე, შკრტელი, კარაგერი - სპირინგი, ჯერარდი, ჰენდერსონი (72. კუიტი), დაუნინგი - სუარესი, კეროლი
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - კოულმენი (62. დრენტე), ფელაინი, როდუელი, პიენაარი - სტრაკუალურსი (61. იელავიჩი), ანიჩებე (61. ოსმანი)
გოლები: 1:0 ჯერარდი (34), 2:0 ჯერარდი (51), 3:0 ჯერარდი (90)
გაფრთხილება: ენრიკე - პიენაარი, ბეინსი, დრენტე, ჰიბერტი
კარში დარტყმა: 13-3(8-1), კუთხური: 4-4, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 44 921
ბოლტონი-ქუინზ პარკი 2:1
საუკეთესო: როი მიაიჩი (ბოლტონი)
ასტონ ვილა-ფულჰემი 1:0
საუკეთესო: პაველ პოგრებნიაკი (ფულჰემი)
ჩელსი-სტოკ სიტი 1:0
საუკეთესო: ჯონათან უოლტერსი (სტოკ სიტი)
სანდერლენდი-ლივერპული 1:0
საუკეთესო: კრეიგ ბელამი (ლივერპული)
ვულვერჰემპტონი-ბლექბერნი 0:2
საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)
ევერტონი-ტოტენჰემი 1:0
საუკეთესო: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
სუონსი-მანჩესტერ სიტი 1:0
საუკეთესო: მიხელ ვორმი (სუონსი)
ნორვიჩი-უიგანი 1:1
საუკეთესო: ჯონ რუდი (ნორვიჩი)
არსენალი-ნიუკასლი 2:1
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)
სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 28 21 4 3 68-27 67
2. სიტი 28 21 3 4 69-20 66
3. ტოტენჰემი 28 16 5 7 52-34 53
4. არსენალი 28 16 4 8 57-39 52
5. ჩელსი 28 14 7 7 48-32 49
6. ნიუკასლი 28 12 8 8 40-41 44
7. ლივერპული 28 11 9 8 33-26 42
8. სანდერლენდი 28 10 7 11 36-31 37
9. ევერტონი 28 10 7 11 28-31 37
10. ფულჰემი 28 9 9 10 37-37 36
11. სუონსი 28 9 9 10 31-34 36
12. ნორვიჩი 28 9 9 10 39-45 36
13. სტოკ სიტი 28 10 6 12 27-39 36
14. ვესტ ბრომვიჩი 28 10 5 13 34-37 35
15. ასტონ ვილა 28 7 12 9 31-35 33
16. ბლექბერნი 28 6 7 15 40-60 25
17. ბოლტონი 28 7 2 19 31-57 23
18. ქუინზ პარკი 28 5 7 16 29-48 22
19. ვულვზი 28 5 7 16 30-58 22
20. უიგანი 28 4 9 15 24-53 21
ბომბარდირები
26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 20 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი); 13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 12 –კლინტ დემპსი (ფულჰემი); 11-11 – ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"