სამივე გოლი მასპინძელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. ასე რომ, ჯერარდი პირველი ფეხბურთელია, ვინც მერსისაიდულ დერბიში ჰეთ თრიქი შეასრულა.
ამას გარდა, მან "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩებში უკვე შვიდი გოლი გაიტანა და "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდის რობი ფაულერის რეკორდი დაამხო.
ამასთან, ჯერარდმა პრემიერლიგაში მეოთხასე შეხვედრა ჩაატარა.