"კაჭკაჭები" რობინ ვან პერსის აკრიტიკებენ

AutoSharing Option
"არსენალი"-"ნიუკასლის" მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ ლამის 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სიტყვიერი დაპირისპირება რობინ ვან პერსისა და ტიმ კრულს შორის.

მასპინძელთა თავდამსხმელი ყოველ ჯერზე, როცა "კაჭკაჭების" მეკარე დროის გაყვანას ცდილობდა, საშინლად ღიზიანდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ანგარიში 2:1 გახდა, ფეხბურთელებს შორის ლამის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ჰოვარდ ვებმა ორივეს ყვითელი ბართი უჩვენა და ისე დააშოშმინა. "რობინთან მომხდარი ინციდენტის გამო იმედგაცრუებული ვარ, თუმცა არაფერი იქამდე გაუგონარი არ მომხდარა.

"ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და გვესმის, რომ რაც მოედანზე ხდება, იქვე მთავრდება. მით უფრო, რომ მსოფლიოს
საუკეთესო ლიგაში ვთამაშობთ და როცა მინდორზე ვართ, მხოლოდ მოგებაზე ფიქრის დროღა გვრჩება," - განუცხადა ჟურნალისტებს თამაშის მეორე დღეს ტიმ კრულმა.

ამავე ინციდენტს გამოხმაურა "ნიუკასლის" ცენტრალური მცველი ფაბრისიო კოლოჩინიც. არგენტინელის თქმით, მისთვის კონფლიქტის წარმოშობის რეალური მიზეზები უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა.

მიზეზი მარტივია: ვან პერსი და კრული ერთმანეთთან ჰოლანდიურად ლაპარაკობდნენ: "ისინი თავიანთ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ. მე მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ ეს მეგობრული საუბარი არ იყო. ტიმი ძალიან მშვიდი ადამიანია და რაკი მას ასეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა იმაზე, რაც მოისმინა, ჩემვის ეს უკვე ნიშნავს, რომ ვან პერსი ტყუოდა. მან მეორე გოლის აღნიშვნისას ფეარ პლეის წესები ფეხქვეშ გათელა".

მცირე კომენტარი გააკეთა ხონას გუტიერესმაც. "დარწმუნებული ვარ, რომ ვან პერსი მართალი არ იქნებოდა. ის, რაც მან გააკეთა, ნამდვილად ზედმეტი იყო. მათ ხომ იმ მომეტისთვის თამაში უკვე მოგებული ჰქონდათ? არ მესმის ამ ადამიანის. როცა მოგების შემდეგ ასე იქცევი, ნიშნავს, რომ ცუდი პიროვნება ხარ. მე არ ვლაპარაკობ ვან პერსიზე, როგორც ფეხბურთელზე. ხომ ნახეთ, მას დაწყნარებისკენ თანაგუნდელებიც კი მოუწოდებდნენ. კარგია, რომ ტიმი სიმშვიდეს ბოლომდე ინარჩუნებდა," - უთხრა მან ESPN-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული