ლუკას პოდოლსკიმ ლონდონის "არსენალში" შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
"დეილი სტარის" ინფორმაციით, "კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი ორშაბათს ლონდონში იყო, სადაც "არსენალის" ბაზაზე სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

როდის შედგება კონტრაქტზე ხელის მოწერა ჯერჯერობით უცნობია. ასე რომ, "ბილდისა" და "კიკერის" მიერ ჯერ კიდევ ერთი კვირის დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, კლუბებს შორის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულიაო, დადასტურდა. გერმანული მხარე ფეხბურთელის სანაცვლოდ 10,9 მილიონ ფუნტს, ანუ ზუსტად 13,09 მილიონ ევროს მიიღებს.

ჩელსიმ ფეხბურთელი დაითხოვა
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "ჩელსიში" მცირე სკანდალი მოხდა. დეტალების გარკვევა თავის თავზე კლუბის აღმასრულებელმა
დირექტორმა რონი გურლეიმ აიღო. საქმე იმაში იყო, რომ მაშინ, როცა გასახდელში რეზერვისტები იმყოფებოდნენ, იქ ორმა ადამიანმა ე.წ. "საკვამლურები" შეყარა (მკითხველს განვუმარტავთ, რომ სმოკე ბომბ-ის უკეთესი ქართული დასახელება ვერ მოვიფიქრეთ), რამაც ფეხბურთელებს შორის მცირე არეულობა გამოიწვია.

მართალია, არავინ დაზარალებულა, მაგრამ საქმისადმი ძალიან არასერიოზული მიდგომის გამო კლუბმა ხულიგნების დასჯა გადაწყვიტა. გავიდა რამდენიმე დღე და გაირკვა, რომ იდეის ავტორები და განმხორციელებლები ჯეიკობ მელისი და ბილი კლიფორდი ყოფილან. "ჩელსიმ" პირველს კონტრაქტი გაუუუქმა, მეორის ბედი კი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული