ნაიჯელ დე იონგი: ტიტულის გარეშე დარჩენა არ გვეპატიება

AutoSharing Option
ნაიჯელ დე იონგი დარწმუნებულია, რომ თუკი "მანჩესტერ სიტი" სეზონს ტიტულების გარეშე ჩაამთავრებს, მთელი გუნდისთვის ეს უპატიებელი შედეგი იქნება.

27 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველის თქმით, მის იმედგაცრუებას საზღვარი არ ექნება, თუკი "ქალაქელები" "იუნაიტედთან" საჩემპიონო რბოლას დათმობენ.

"ამიერიდან ყოველი მატჩი ფინალივით იქნება. შარშანდელიდან მოყოლებული, როცა ასოციაციის თასი მოვიგეთ, ყოველ ჩვენგანს გაუჩნდა მეტი ამბიცია და მშრალზე დარჩენა გულს გვატკენს. მეტიც, მიუხედავად ლიდერების ტრავმებისა, ამ შემთხვევაში თავს ვერაფრით გავიმართლებთ, რადგან კლუბმა მსოფლიო კლასის მოთამაშეების შესაძენად კოლოსალური თანხები დახარჯა.

სეზონის დაწყების წინ ყოველი ჩვენგანი იმაზე ოცნებობდა,
რომ ყველგან გამარჯვებისთვის გვებრძოლა, სადაც კი გამოვდიოდით. სამწუხაროდ, საამისოდ ძალები არ გვეყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული