"რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ პირადად დარჩენა ძალიან მინდა, რადგან აქ ყველაფერი მაწყობს. განსაკუთრებულად მიმაღლებს განწყობას ისეთი ბრწყინვალე გამარჯვებები, როგორიც "ნაპოლისთან" მოვიპოვეთ," - განუცხადა "კანალ პლუსს" ფეხბურთელმა.
როსიცკის უარი აღმოსავლელებს
ორიოდე დღის წინ გაცნობეთ, რომ "არსენალის" 31 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ფეხბურთელის თქმით, იქამდე, ვიდრე ის საბოლოოდ გადაწყვეტდა ლონდონში დარჩენას,
როგორც ჩანს, ხმები ჩეხი ვარსკვლავის აბარგების შესახებ საფუძველს მოკლებული არ ყოფილა. "იანვარში "არსენალს" საბოლოოდ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, გამიფორმებდა თუ არა ახალ კონტრაქტს.
რაკი მოქმედ ხელშეკრულებაში 6 თვეზე ნაკლები მრჩებოდა, უფლება მქონდა, მოლაპარაკება ვისთანაც მსურდა, იმასთან მეწარმოებინა.
აღმოსავლური ქვეყნებიდან საინტერესო შემოთავაზებები მივიღე. ლაპარაკი იყო ძალიან მაღალ ანაზღაურებაზე და ერთი პერიოდი ამ თემაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რაც მინდოდა და "არსენალში" დავრჩი," - აცხადებს როსიცკი.
სიტიმ მოლაპარაკებები გადადო
"მანჩესტერ სიტის" ყატარელ მფლობელებს რობერტო მანჩინის ახალი კონტრაქტის პროექტი უკვე შედგენილი აქვთ, თუმცა ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო მოლაპარაკების პროცესის დაწყება სეზონის დასრულებამდე გადადეს.
იტალიელმა სპეციალისტმა ბოსებს მაგიდასთან დასხდომა და დალაპარაკება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სთხოვა, მაგრამ მაშინ მან პირდაპირი უარი მიიღო. მანჩინის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2013 წლის ივნისში გასდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"