"მონპელიეს" ფორვარდის ანგარიშზე 26 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლია. ზამთარში ჟირუს შეძენას კი სხვა ინგლისური კლუბი "ნიუკასლი" ცდილობდა.
გარდა ამისა, ფეხბურთელის გადაბირებაზე მიუნხენის "ბაიერნი", ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლიც" ფიქრობენ. ფრანგისთვის ბრძოლაში უკვე "ასტონ ვილაც" ჩაერთო.
17 მარტს გამართულ მატჩს, სადაც "მონპელიე" "ნანს" ხვდებოდა, "ასტონ ვილას" სკაუტები ესწრებოდნენ, რომლებიც ოლივიეს თამაშს აკვირდებოდნენ.
მომზადებულია Lequipe-ს მიხედვით