რობერტო მანჩინი: ინგლისის ჩემპიონები გავხდებით

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" 21 მარტს ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონობის კიდევ ერთ პრეტენდენტთან, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

"ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბოლო დროს მოძლიერებულ ლონდონის "ჩელსისთან" მატჩის წინ თამამი განცხადებები გააკეთა.

"მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ტიტულს მოვიგებთ. ამისთვის ყველაფერს გავიღებთ.

ათი მატჩი არცთუ ისე ბევრია, მაგრამ ახლა პოზიტიური აზროვნებაა საჭირო. მიმდინარე სეზონი ჩვენთვის ფანტასტიკურად ვითარდება. ვისურვებდი, ასევე დასრულებულიყოს", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული