კარლოს ტევესი სწორ გზაზე

AutoSharing Option
რობერტო მანჩინის გადაწყვეტილებით, 21 მარტს, პირველად 6-თვიანი პაუზის შემდეგ, "ჩელსისთან" შეხვედრის განაცხადში კარლოს ტევესიც მოხვდა.

ის ისტორიები, რაც არგენტინელ ვარსკვლავს თავს გადახდა, უამრავჯერ დაგვიწერია და ახლა აღარ გავიმეორებთ. კარლოსის საქციელით ყველაზე მეტად "ქალაქელების" ვეტერანები და გულშემატკივრები იყვნენ აღშფოთებულები.

ისინი ერთხმად აცხადებდნენ, რომ ხელმძღვანელობას პრინციპული პოზიცია უნდა დაეკავებინა და კარლოსი სამუდამოდ მოეკვეთა.

თავდაპირველად ამას ფიქრობდა მანჩინიც, მაგრამ დროთა განმავლობაში მას ბრაზმა გადაუარა და თავადვე მოინდომა ტევესთან შერიგება. ახლა, როცა იტალიელის გუნდი უკვე თავადაა მდევრის როლში, ერთით ზედმეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი "ეტიჰადზე"
ნამდვილად არ აწყენდათ. გუშინდელ შეხვედრამდე მანჩინიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ყველაფერი, რაც მოხდა, წარსულში დარჩა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გვქონდა მისი იმედი. ვფიქრობ, მასაც ძალიან უნდა ფეხბურთის თამაში, რადგან ეს მისი მომავლის გარანტიაა. ვარჯიშებზე ის იდეალური იყო.

მეტიც - ალბათ უფრო უკეთესი, ვიდრე შარშან. მისი დაბრუნება ყველაზე მეტად მე მიხარია, რადგან კარლოსი ტოპკლასის ფეხბურთელია. ასე ვფიქრობდი მაშინაც კი, როცა ფეხბურთელთან ურთიერთობის პრობლემები გვქონდა. ამ პერიოდისთვის კარლოსი იდეალური ფორმისგან შორს დგას, თუმცა 25-30-წუთიან დატვირთვას გაუძლებს.

ორი კვირის თავზე კი ის უკვე იდეალურ კონდიციაში იქნება. შეიძლება მას "ჩელსისთან" მატჩში თამაში არ მოუხდეს, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენებთ სხვა თამაშებისას".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული