ფაბრის მუამბა 78 წუთის განმავლობაში საიქიოს იყო

AutoSharing Option
"ბოლტონის" ექიმმა ჯონათან ტობინმა, რომელმაც ნახევარმცველ ფაბრის მუამბას "ტოტენჰემთან" მატჩში დახმარება ერთ-ერთმა პირველმა გაუწია, განაცხადა, რომ ფეხბურთელმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.

"როდესაც 15-მა დეფიბრილატორმა მუამბას გული ვერ აამუშავა, მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო.

ფეხბურთელი 78 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, მკვდარი იყო, მოედანზეც და რეანიმაციაშიც. ცუდის მოლოდინი გვქონდა. ახლა კი ვხედავთ, რა სწრაფი ტემპით უმჯობესდება მისი მდგომარეობა", - თქვა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ "ბოლტონის" 23 წლის ნახევარმცველი 17 მარტს ლონდონის "ტოტენჰემთან" მატჩის 42-ე წუთზე მოედანზე დაეცა ისე, რომ არავინ გაკარებია. ფეხბურთელი მოედანზევე პირველადი
დახმარების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მატჩი კი შეწყდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული