ჰარი რედნაპი: არა მგონია, ლონდონის "არსენალმა" ყველა დარჩენილი მატჩი მოიგოს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა, რომლის გუნდმაც "სტოკ სიტისთან" (1:1) ნათამაშები ფრეს შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დათმო, განაცხადა, რომ არ ღირს პანიკაში ჩავარდნა იმის გამო, რომ "არსენალმა" "დეზებს" გაუსწრო.

"სეზონის "არსენალზე" მაღალ საფეხურზე დასრულება ჯერ კიდევ შეგვიძლია. "მეთოფეებს" შეუძლიათ იფიქრონ, რომ ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ ასე არ არის.

სეზონის დასრულებამდე გრძელი გზა გვაქვს. წინ ბევრი მატჩია დარჩენილი და რაც იყო, უკვე წარსულში დარჩა. არ ვფიქრობ, რომ "არსენალი" ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ ყველა მატჩს მოიგებს", - თქვა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული