წინა ხუთშაბათის ვარჯიშზე ის უკვე მზად იყო, მაგრამ კვირას "ვულვზთან" მისი დაყენება მაინც არ გავრისკე.
აი, "ფულჰემთან" კი ის 100%-ით მზად
ბარტონი ფანებით უკმაყოფილოა
"ქუინზ პარკის" 29 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ ჯოი ბარტონს "ქუინზ პარკი"-"ლივერპულის" მატჩის (3:2) დასრულების შემდეგ ფანებისადმი უკმაყოფილებას არ დაუმალავს.
ფეხბურთელმა მათდამი საყვედური "ტვიტერში" თავად გამოთქვა: "ლივერპულთან" საშინლად ვითამაშე. ალბათ ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რაც კი ოდესმე ჩამიტარებია, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ. ყველაზე მეტად გულშემატკივართა გამო ვარ გულნატკენი. ჩვენ აუცილებად უნდა გავერთიანდეთ.
ეს მყვირალა ხალხი მე ვერ გამტეხს, რადგან ცხოვრებაში უარესი მომენტებიც გადამიტანია. კმარა ამდენი ნეგატივი. როგორი შედეგი და როგორი სურვილი აჩვენა გუნდმა. არალოიალურად განწყობილი ხალხი კი მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ გვისტვენდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"