ლონდონის "ჩელსი" ხოსეპ გვარდიოლას წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი აპირებს გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას შესთავაზოს და ოთხწლიანი კონტრაქტიც გაუფორმოს, 40 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

ასე რომ, ესპანელის ხელფასმა შესაძლოა, წელიწადში 10 მილიონი ევრო შეადგინოს, რაც კატალონიურ კლუბში სპეციალისტის ამჟამინდელ წლიურ ხელფასს ორი მილიონით აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბის თავკაცობის პრეტენდენტთა შორის საფრანგეთის ნაკრების თავკაცი ლორან ბლანი და "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც სახელდებიან.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული