ინგლისი. პრემიერლიგა. XXX ტურის წინ: ლონდონის ცხელი დერბი

AutoSharing Option
ლონდონური დერბი
წინა ტურის მსგავსად, 30-ეს უმთავრეს დაპირისპირებაშიც "ჩელსი" თამაშობს. ამჯერად, "ლურჯები" შინ "ტოტენჰემს" მასპინძლობენ და მოგების შემთხვევაში სხვაობას მეტოქესთან 2 ქულამდე შეამცირებენ, რაც მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს ზრდის.

ერთი თვის წინ ფავორიტის დასახელება ნამდვილად გაჭირდებოდა, მაგრამ დღეს ის აშკარაა. პრემიერლიგაში "დეზების" ბოლო გამარჯვება 11 თებერვლით თარიღდება. მას მერე ჰარი რედნაპის გუნდმა მაქსიმალური 12 ქულიდან 1 აიღო და "არსენალთან" 9-ქულიანი ფორა გაანიავა.

სწორედ ამას უსვამდა ხაზს თამაშის წინ გარი კეჰილი, მეტოქე იმდენად ცუდ ფორმაშია, რომ უფლება არ გვაქვს,
ეს ფაქტორი საჩვენოდ არ გამოვიყენოთო.

მართალია, "სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრებმა რობერტო დი მატეოს მოსვლის შემდეგ აკრეფილი ტემპი წინა ტურში დაკარგეს, მაგრამ ამას მათი სატურნირო მდგომარეობა მაინცდამაინც არ დაუმძიმებია. "ტოტენჰემმა" მხოლოდ ქულით მოახერხა უპირატესობის გაზრდა. ექსპერტები "დეზებისგან" აშკარად უკეთ თამაშს ელოდნენ. 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ტოტენჰემის" ბანაკში დაბნეულობაა. გუნდის თავკაცმა აღიარა, ჩემმა გუნდმა ინიციატივა დაკარგაო.

ზედიზედ მეშვიდე?
"არსენალი" 24 მარტს "ემირიტსზე" "ასტონ ვილას" მასპინძლობს. "მეთოფეები" მიმდინარე სეზონში ასეთ ფორმაში ჯერ არ ყოფილან. ჩემპიონატში მათ ზედიზედ მე-6 თამაში მოიგეს და ახლაც ფავორიტებად მიიჩნევიან.

მიუხედავად იმისა, რომელი ადგილი უკავიათ ალექს მაკლიშის შეგირდებს (მე-15), ისინი მაინც "კერკეტ კაკლებად" რჩებიან. ბირმინგემელებს წელს სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ერთით მეტი ქულა აქვთ აღებული, ვიდრე საკუთარ "ვილა პარკზე", ასე რომ, არსენ ვენგერს შოტლანდიელი ვიზავის წინააღმდეგ გუნდის მაქსიმალურად მობილიზება მართებს. მით უფრო, რომ მეტოქეს "ბოლტონთან" შეხვედრა ცნობილი მიზეზების გამო არ ჩაუტარებია და ლონდონს კარგად დასვენებული სტუმრობს (ბოლოს მათ 10 მარტს ითამაშეს "ფულჰემთან" 1:0). მეორე მხრივ, ამხელა პაუზას შეიძლება უარყოფითი გავლენაც მოეხდინა და გუნდი სათამაშო რიტმიდან ამოეგდო.

პირშავად დარჩენილი წითლები
უქმეებზე "ლოფტუს როუდზე" "ქუინზ პარკთან" შერცხვენილი "ლივერპული" აიტსაიდერ "უიგანს" მასპინძლობს და მასთან მოგება სხვა რომ არაფერი იყოს, თავმოყვარეობის საკითხია.

ბოლო შეხვედრაში "წითლების" მხრიდან თავი იმ ფეხბურთელებმა გამოიჩინეს, ვისგანაც ეს იშვიათი ხილია - კუიტმა ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა, კოატესმა - პირველი. რამდენად იოლად გამოვლენ "წითლები" შოკიდან, ამას დღევანდელი შეხვედრა გვიჩვენებს.

კენი დალგლიშის შეგირდები ახლა ალბათ საბოლოოდ დაიჯერებენ, რომ 2:0-ის შემდეგ თამაში არ მთავრდება, მით უფრო ინგლისში.

ბოლტონი ბრუნდება
ბოლტონში "რიბოკ სტედიუმზე" გასამართი შეხვედრა ფაბრის მუამბას თავს დამტყდარი ამბების შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მით უფრო, რომ არენას "მანჩესტერ სიტი" უნდა ეწვიოს.

შეხვედრა საინტერესო იქნება სხვა ფაქტორების გამოც. წინა ტურში "ქალაქელებმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ამოუწურავ პოტენციალს ფლობენ. რამდენი ლიდერიც არ უნდა აკლდეს რობერტო მანჩინის გუნდს, იტალიელს იმდენივე მაღალი კლასის ფეხბურთელის წამოწევა შეეძლება სათადარიგოთა სკამიდან.

საოცარია, როგორ არაფერს იმჩნევს ეს გუნდი მაშინაც კი, როცა ორი ძირითადი ცენტრალური მცველი აკლია. მიმდინარე სეზონში თუ რამეზე შეიძლება ითქვას, "ქალაქელების" სუსტი წერტილიაო, ეს გასვლითი შეხვედრებია. სტუმრად ისინი ყოველ მეორე შეხვედრას ვერ იგებენ. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მოგების ჯერი დამდგარა, რადგან 28-ე ტურში "ნორვიჩთან" 1:0 დამარცხდნენ. თუმცა ეს ფეხბურთია და ლოგიკას მასთან პრინციპში საერთო არაფერი აქვს.

პრემიერლიგა. XXX ტური
24 მარტი
ჩელსი-ტოტენჰემი 16:45
ტრავმა: ტერი, ივანოვიჩი, რომეუ - ადებაიორი, ჰადლსტოუნი, კინგი, დოუსონი, ლენონი, გომეში

არსენალი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: მერტეზაკერი, დიაბი, სკილაჩი, ფრიმპონგი, უილშირი, კოკლენი - დელფი, დანი, ბენტი, კლარკი

ბოლტონი-ბლექბერნი 19:00
ტრავმა: ლი, გარდნერი, მუამბა, მირსი, ჰოლდენი - გრელა, სალგადო

ლივერპული-უიგანი 19:00
ტრავმა: კელი, აგერი, ადამი, ლეივა, ჯონსონი, ბელამი - რობინსონი, როდალიეგა, ჯოუნსი, პოლიტი

ნორვიჩი-ვულვერჰემპტონი 19:00
ტრავმა: აიალა, ვონი, ტირნი, რუდი - ჰენრი, ო’ჰარა, მილიაში
დისკვალიფიკაცია: ზუბარი (ვულვზი)

სანდერლენდი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: ანხელერი, ბრაუნი, ბრამბლი, ვესტვუდი, რიჩარდსონი, ო’ში - ფორლინი, ჰილი, დაიერი, ჰოლი, ტრაორე, მაკედა, კემპბელი, ჰელგუსონი,

სუონსი-ევერტონი 21:30
ტრავმა: აგუსტინი, უილიამსი, ორლანდი, ბოდე - გიბსონი, როდუელი, კოულმენი
დისკვალიფიკაცია: დაიერი (სუონ)

სტოკ სიტი-მანჩესტერ სიტი 19:00
ტრავმა: სიდიბე, ეთერინგტონი, დიაო - კომპანი, ლესკოტი
დისკვალიფიკაცია: ფულერი (სტოკ)

25 მარტი
ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 23:00
ტრავმა: ფულოპი, გერა, რიდი, ოდემვინგე - ტ. ტეილორი, რ, ტეილორი, ტიოტე, ბესტი, ამეობი, ლოვენკრანდსი,
დისკვალიფიკაცია: გოსლინგი -

26 მარტი
მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი 23:00
ტრავმა: ნანი, ფლეტჩერი, ვიდიჩი, ოუენი, ჯონსი, ლინდეგორი, ანდერსონი - სიდუელი, გრიგერა, სა

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 29 22 4 3 73-27 70
2. სიტი 29 22 3 4 71-21 69
3. არსენალი 29 17 4 8 58-39 55
4. ტოტენჰემი 29 16 6 7 53-35 54
5. ჩელსი 29 14 7 8 49-34 49
6. ნიუკასლი 29 13 8 8 41-41 47
7. ლივერპული 29 11 9 9 35-29 42
8. სუონსი 29 10 9 10 34-34 39
9. სანდერლენდი 29 10 7 12 36-33 37
10. ევერტონი 29 10 7 12 28-32 37
11. სტოკ სიტი 29 10 7 12 28-40 37
12. ფულჰემი 29 9 9 11 37-40 36
13. ვესტ ბრომვიჩი 29 10 6 13 35-38 36
14. ნორვიჩი 29 9 9 11 39-46 36
15. ასტონ ვილა 28 7 12 9 31-35 33
16. ბლექბერნი 29 7 7 15 42-60 28
17. ქუინზ პარკი 29 6 7 16 32-50 25
18. ბოლტონი 28 7 2 19 31-57 23
19. უიგანი 29 4 10 15 25-54 22
20. ვულვზი 29 5 7 17 30-63 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული