ინგლისი. პრემიერლიგა. XXX ტური: "ენფილდის" უბედური მეფე

AutoSharing Option
ვიდეო
ტურის ცენტრალური მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა. ლონდონური დერბის უმთავრესი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის საგზური იყო. "მანჩესტერ სიტისთან" წაგების შემდეგ "ლურჯებმა" ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგეს და ამ მიზნის მიღწევა კიდევ უფრო საეჭვო გახადეს.

დიდი ალბათობით, "ჩელსის" ფანებს რობერტო დი მატეოთი აღფრთოვანებამ მალე უნდა გაუაროს. საფეხბურთო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ იტალიელის "ჩელსის" ახალი არაფერი უჩვენებია და პირველი 4 თამაშის მოგება ფეხბურთელთა მონდომების "ბრალი" უფროა, ვიდრე მწვრთნელის კვალიფიკაციის.

დი მატეოს იმანაც ვერ უშველა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" სუსტად მოთამაშე გუნდიდან 5 ფეხბურთელი დასვა სკამზე.
მათ ნაცვლად კი ჟოზე ბოსინგვა, ჯონ ტერი, მიკაელ ესიენი, დიდიე დროგბა და დენიელ სტარიჯი ათამაშა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჰარი რედნაპს საშუალება მიეცა, მოედანზე ვილიამ გალასი გამოეყვანა. ფრანგ მცველს ბოლოს მე-20 ტურში, 3 იანვარს, "ვესტ ბრომვიჩთან" ჰქონდა ნათამაშები.

მიუხედავად სტატუსისა და აქედან გამომდინარე, მოლოდინისა, თამაშმა იმედები ვერ გაამართლა. შემტევი ფეხბურთით განთქმულმა გუნდებმა პირველი რეალური სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შექმნეს - ფრენკ ლემპარდს ის იყო, 8 მეტრიდან უნდა დაერტყა, რომ გალასმა ცოტა რისკიანად, თუმცა წესების დარღვევის გარეშე ითამაშა და მეტოქეს გზა კორპუსით გადაუღობა. ტაიმის მიწურულს კი რაფაელ ვან დერ ვაარტს ჯერ პეტრ ჩეხმა აუღო გაჭირვებით, დამატებაზე კი ეშლი კოულმა დაბლოკა ჰოლანდიელის დარტყმა. ადებაიორის თავური კი სანტიმეტრებში ასცდა ხარიხას. მოკლედ, პირველი 45 წუთი სულ ეს იყო.

მართალია, მეორე ტაიმში ტემპმა იმატა, მაგრამ საქმე რეალურ საგოლე სიტუაციებამდე მაინც არ მისულა. 73-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში საუკეთესომ, ესპანელმა ხუან მატამ საჯარიმო ძელს გაარტყა. 4 წუთში უკვე გალასს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ თავით არაზუსტად დაარტყა.

79-ე წუთზე კი ადებაიორს უნდა ემოქმედა უკეთ. მოდრიჩის პასით ტოგოელი ჩეხთან პირისპირ დარჩა, მას გვერდი იოლად აუარა და ცარიელ კარში დაარტყა, თუმცა ბურთი ხაზიდან გარი კეჰილმა გამოიტანა.

ლამაზი გოლები და ფრე
"მანჩესტერ სიტი" რამდენადაც შეუჩერებელია საშინაო შეხვედრებში (15-იდან 15 მოგება), იმდენად არასტაბილურია გასვლით დაპირისპირებებში და ის, რომ "იუნაიტედს" 26 მარტს "ფულჰემთან" მოგების შემთხვევაში შეუძლია თანაქალაქელს 3 ქულით გადაასწროს, სწორედ ამის დამსახურებაა.

ტონი პულისის გუნდი ზუსტად იმ ტაქტიკით თამაშობდა, როგორც უმრავლეს შემთხვევაში - უკანა ხაზი მაქსიმალურად გაამაგრა და თავის შანსს კონტრშეტევებზე ეძებდა. პირველი ნახევარი მაინცდამაინც სანახაობრივად გამორჩეული არ ყოფილა. ორჯერ ედინ ჯეკოს ჰქონდა გატანის შანსი, თითოჯერ კი სამირ ნასრისა და მარიო ბალოტელის. ერთხელაც კუთხურიდან ჩახვეული ბურთი ხაზიდან პაბლო საბალეტამ გამოიტანა.

59-ე წუთზე "ქალაქელებმა" გოლი გაუშვეს. ვეცდებით, აღვწეროთ, მაგრამ მკითხველს ვურჩევთ, აუცილებლად ნახოს (იხილეთ ვიდეო). ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი გოლი, ეს იყო შედევრი, რომელზეც თამაშის შემდეგ პიტერ კრაუჩმა ბრძანა, ასე ლამაზად ჯერ არასოდეს გამიტანიაო.

"სიტის" საჯარიმოს კუთხიდან 3-4 მეტრში მდგარმა აყლაყუდა თავდამსხმელმა ბურთი ააგდო და ნახევარბრუნში ჯო ჰარტის კარის შორეულ მაღალ კუთხეში გაახვია.

სტუმარმა პასუხი მალე გასცა. იაია ტურემ 30 მეტრიდან წინააღმდეგობის გარეშე გაისროლა. ბეგოვიჩს უაიტჰედი და ჰუთი ეფარებოდნენ, შოუკროსმა კი ნახტომში სცადა თავით მოგერიება და ბურთს მიმართულება შეუცვალა. მოკლედ, დაცვამ ყველაფერი იღონა, რომ ბოსნიელ მეკარეს ბურთი ვერ აეღო.

ლივერპულელობა არ კმარა
იმისთვის, რომ მწვრთნელმა "ლივერპულში" წარმატებით იმუშაოს, მხოლოდ ნაღდი ლივერპულელობა არ კმარა. მწვრთნელობას ცოდნა უნდა. ვეჭვობთ, კენი დალგლიშმა ოდესმე მერსისაიდელებს ჩემპიონატში რაიმე წარმატება აღირსოს. შოტლანდიელის ხელში "წითლები" მართლა საპლეიოფო გუნდად ჩამოყალიბდნენ.

არა გვგონია, ამაში რამე საამაყო იყოს. ფაქტია, რომ დალგლიში მწვრთნელია და სანამ სხვას არ მონახავენ, "ენფილდზე" სიტუაცია მან უნდა მართოს. ამისთვის კი მას ძირითადი 11 ფეხბურთელის გარდა, სათადარიგოთა სკამზეც სჭირდება კვალიფიციური კადრი.

"წითლებმა" ჯობია აღიარონ, რომ უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებისას, ვიდრე თავიანთ სიჯიუტეს შესწირონ გუნდის მომავალი. რა უნდა მოგითხროთ თამაშზე, სადაც "ლივერპულმა" უიმედო აუტსაიდერთან სამარცხვინოდ წააგო? არც არაფერი. ჰოდა, გადავიდეთ სხვა თამაშზე.

მეშვიდე გასროლა
"არსენალმა" პრემიერლიგში ბოლო 7 თამაშიდან მე-7 მოიგო, რისი წყალობითაც მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ახლა მისი უპირატესობა "ტოტენჰემთან" უკვე 3 ქულაა. არადა, წარმატებული სერიის დაწყებამდე (4 თებერვალი, "ბლექბერნთან" 7:1) "დეზები" თანაქალაქელებს 12 ქულით უსწრებდნენ (!).

პირველი ხიფათი მასპინძელთა კართან შეიქმნა. კუთხურის შემდეგ მარკუს ოლბრაიტონმა ლამის მთელი მოედანი მარტომ გადაჭრა და შორიდანვე დაარტყა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნის კარს კარგა მანძილით ააცილა. "მეთოფეებმა" მეტოქე პირველად მე-9 წუთზე შეაწუხეს - უოლკოტის დარტყმა შეი გივენმა ცუდად მოიგერია, მაგრამ სანიამ დამატებაზე ვერ ივარგა.

ანგარიში მაინც მალე გაიხსნა. ჟერვინიომ გიბსი მეკარეს პირისპირ შეჰყარა. ვეტერანი ირლანდიელი ახლო მანძილიდან ყუმბარისებურად დარტყმულს ვერ გაუმკლავდა. 25-ე წუთზე მასპინძლებმა მეორედ ივაჟკაცეს. სონგის პასი უოლკოტმა ტექნიკურად დაამუშავა და გივენს ახლოდან შანსი არ დაუტოვა.

ტაიმის ბოლოს თავის გამოჩენა ვან პერსისაც შეეძლო, მაგრამ ჰოლანდიელის დარტყმა უორნოკმა კარის ხაზიდან გამოიტანა. თამაშის ბოლომდე მატჩის ხასიათი არ შეცვლილა.

საბოლოო ანგარიში მსაჯის ფინალურ სასტვენამდე 1 წუთით ადრე დაფიქსირდა. სონგის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა არტეტამ 28-29 მეტრიდან გივენისგან მარცხენა მაღალ კუთხეში "ჩააჭედა".

ინგლისი. პრემიერლიგა. XXX ტური
ჩელსი-ტოტენჰემი 0:0
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბოსინგვა (60. ლუისი), გ. კეჰილი, ტერი, ა. კოული - რამირესი, ესიენი (75. ტორესი) - მატა, ლემპარდი, სტარიჯი (88. კალუ) - დროგბა
ტოტენჰემი (4-3-2-1): ფრიდელი - უოლკერი, კაბული, გალასი, ასუ ეკოტო - მოდრიჩი, პარკერი, სანდრო (77. ჯ. ლივერმორი) - ბეილი, ვან დერ ვაარტი (76. საა) - ადებაიორი
გაფრთხილება: ესიენი - ასუ-ეკოტო, სანდრო
კარში დარტყმა: 8-14(5-4), კუთხური: 6-5, ჯარიმა: 10-14, თამაშგარე: 2:0 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 41 830

არსენალი-ასტონ ვილა 3:0
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, ვერმალენი, ჯურუ, გიბსი (68. ანდრე სანტოსი) - არტეტა, სონგი - უოლკოტი (77. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), როსიცკი, ჟერვინიო (68. რემსი) - ვან პერსი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გივენი - ჰატონი (78. ლიჩაი), კოლინსი, კუელიარი, უორნოკი - ს. პეტროვი, ჰერდი (53. გარდნერი) - ოლბრაიტონი, აირლანდი, ჰესკი (65. ვაიმანი) - აგბონლაჰორი
გოლები: 1:0 გიბსი (16), 2:0 უოლკოტი (25), 3:0 არტეტა (90)
გაფრთხილება: - ს. პეტროვი, უორნოკი, აირლანდი, კოლინსი, ლიჩაი
კარში დარტყმა: 14-1(7-0), კუთხური: 15-5, ჯარიმა: 8-13, თამაშგარე: 2:3 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 60 108

ბოლტონი-ბლექბერნი 2:1
ბოლტონი (4-3-3): ბოგდანი - სტეინსონი, უიტერი, რემი, რიკეტსი - მ. დევისი, რეო-კოკერი, პრეტლი - მიაიჩი, ნგოგი (79. კლასნიჩი), მ. პეტროვი
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - ლოუი, ს. დანი, ჰენლი, მარტინ ოლსონი - ფორმიკა (65. დ. დანი), ნზონზი, პედერსენი, მარკუს ოლსონი - ჰოილეტი, იაკუბუ
გოლები: 1:0 უიტერი (29), 2:0 უიტერი (35), 2:1 ნზონზი (56)
გაფრთხილება: - ლოუი, მარკუს ოლსონი
კარში დარტყმა: 9-7(3-2), კუთხური: 11-4, ჯარიმა: 8-4, თამაშგარე: 1:2 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 26 901

ლივერპული-უიგანი 1:2
ლივერპული (4-4-2): რეინა - ფლენაგანი, კარაგერი, შკრტელი, ხოსე ენრიკე - ჰენდერსონი (46. კეროლი), ჯერარდი, სპირინგი, დაუნინგი (73. შელვი) - კუიტი (სტირლინგი), სუარესი
უიგანი (4-4-2): ალ-ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა, ბოისი - მაკარტი, მაკარტური, ბოსეჟური (63. უოტსონი), მოზესი (42. კრუსატი) - მელონი, დი სანტო (82. სემონი)
გოლები: 0:1 მელონი (30-პენ), 1:1 სუარესი (47), 1:2 კოლდუელი (63)
გაფრთხილება: სუარესი - დი სანტო, ფიგეროა
კარში დარტყმა: 9-7(3-1), კუთხური: 6-0, ჯარიმა: 17-12, თამაშგარე: 2:1 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 44 431

ნორვიჩი-ვულვერჰემპტონი 2:1
ნორვიჩი (4-4-2): რუდი - რ. მარტინი, ე. უორდი, უითბრედი, ლაპინი (46. ნოუტონი) - ბენეტი (66. სერმანი), ფიქსი, ჰოუსონი, ჰოლაჰანი - ჰოლტი, ჯექსონი (73. მორისონი)
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - სტირმანი, რ. ჯონსონი, ბასონგი, ს. უორდი - კაიტლი (89. გორმანი), ედვარდსი, ე. იონსონი (64. მილიაში), ჯარვისი - ს. ფლეტჩერი, დოილი (65. ებანს-ბლეიკი)
გოლები: 0:1 ჯარვისი (25), 1:1 ჰოლტი (26), 2:1 ჰოლტი (45-პენ)
გაფრთხილება: ჰოლტი, უითბრედი - იონსონი, ჯონსონი
გაძევება: ჰოლტი (86) 
კარში დარტყმა: 8-6(7-6), კუთხური: 5-5, ჯარიმა: 11-11, თამაშგარე: 2:4 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 26752

სანდერლენდი-ქუინზ პარკი 3:1
სანდერლენდი (4-4-4): მინიოლე - ოში (28. ფ. კემპბელი), კირიაკოსი, ტერნერი, ბრიჯი (70. მეილერი) - კ. გარდნერი, დ. ვონი, კოლბეკი, მაკლინი - ბენდტნერი (82. ელ მოჰამადი), სესინიონი
ქუინზ პარკი (): კენი - ლ.იანგი, ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ტაივო - ტაარაბტი (60. რაიტ-ფილიპსი), დერი, დიაკიტე (52. ბუჟაკი), მაკი - ზამორა (82. ბოთროიდი), სისე
გოლები: 1:0 ბენდტნერი (41), 2:0 მაკლინი (70), 3:0 სესინიონი (76), 3:1 ტაივო (79)
გაფრთხილება: კირიაკოსი, ბრიჯი - დიაკიტე, ლ. იანგი, ზამორა
გაძევება:L- სისე (55)
კარში დარტყმა: 16-10(7-4), კუთხური: 5-2, ჯარიმა: 11-1, თამაშგარე: 2:2 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 37 128

სუონსი-ევერტონი 0:2
სუონსი (4-5-1): ვორმი - რანხელი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი - სინკლერი (72. მაკეხრანი), ბრიტონი, ალენი, სიგურდსონი, რუტლიჯი (71. ლიტა) - გრემი (71. მური)
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტენი, იაგიელკა, ბეინსი - ოსმანი, გიბსონი (84. ჰეიტინგა), ტ. კეჰილი (58. ფელაინი), ნევილი, პიენაარი - იელავიჩი (სტრაკალურსი)
გოლები: 0:1 ბეინსი (59), 0:2 იელავიჩი (76)
გაფრთხილება: ალენი - გიბსონი, პიენაარი
კარში დარტყმა: 7-12(2-6), კუთხური: 3-3, ჯარიმა: 10-11, თამაშგარე: 1:1 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 20 509

სტოკ სიტი-მანჩესტერ სიტი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უიკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, მ. უილსონი - უოლტერსი, უაითჰედი, უელანი, ეთერინგტონი (81. პალასიოსი) - კრაუჩი (90. კ. ჯონსი), ჯერომი (51. პენანტი)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა (83. მილნერი), მ. რიჩარდსი, კ. ტურე, კლიში - ი. ტურე, ბერი (74. ტევესი) - დ. სილვა (62. ა. ჯონსონი), ნასრი, ბალოტელი - ჯეკო
გოლები: 1:0 კრაუჩი (59), 1:1 ი. ტურე (76)
გაფრთხილება: უილსონი - ბერი, ი. ტურე
კარში დარტყმა: 8-12(2-7), კუთხური: 5-7, ჯარიმა: 15-14, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 27 535

ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 1:3
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკაული, ჯ. ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ (73. შარნერი) - ოდემვინგე, ენდრიუსი (46. ლონგი), მორისონი, ჯ. ტომასი (46. ბრანტი) - ფორჩუნი
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი (46. სანტონი), პერჩი - ბენ არფა (75. ამეობი), გატრი, კაბაი - პ. სისე (79. ფერგიუსონი), ბა
გოლები: 0:1 პ. სისე (6), 0:2 ბენ არფა (12), 0:3 პ. სისე (34), 1:3 ლონგი (52)
გაფრთხილება: უილიამსონი -
კარში დარტყმა: 8-10(2-7), კუთხური: 10-4, ჯარიმა: 10-5, თამაშგარე: 4:2 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 25 049

26 მარტი:
მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი 23:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 30 22 4 4 72-22 70
2. იუნაიტედი 29 22 4 3 73-27 70
3. არსენალი 30 18 4 8 61-39 58
4. ტოტენჰემი 30 16 7 7 53-35 55
5. ჩელსი 30 14 8 8 49-34 50
6. ნიუკასლი 30 14 8 8 44-42 50
7. ლივერპული 30 11 9 10 36-31 42
8. სანდერლენდი 30 11 7 12 39-34 40
9. ევერტონი 30 11 7 12 30-32 40
10. სუონსი 30 10 9 11 34-36 39
11. ნორვიჩი 30 10 9 11 41-47 39
12. სტოკ სიტი 30 10 8 12 29-41 38
13. ფულჰემი 29 9 9 11 37-40 36
14. ვესტ ბრომვ. 30 10 6 14 36-41 36
15. ასტონ ვილა 29 7 12 10 31-38 33
16. ბლექბერნი 30 7 7 16 43-62 28
17. ბოლტონი 29 8 2 19 33-58 26
18. ქუინზ პარკი 30 6 7 17 33-53 25
19. უიგანი 30 5 10 15 27-55 25
20. ვულვზი 30 5 7 18 31-65 22

მომდევნო ტური
31 მარტი: ასტონ ვილა-ჩელსი, ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი, ფულჰემი-ნორვიჩი, მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი, ქუინზ პარკი-არსენალი, უიგანი-სტოკ სიტი, ვულვზი-ბოლტონი
1 აპრილი: ნიუკასლი-ლივერპული, ტოტენჰემი-სუონსი
2 აპრილი: ბლექბერნი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული