"ჩემი აზრით, სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი რობინ ვან პერსიმ უნდა აიღოს. ის ყველასგან გამოირჩევა.
წლის გუნდის რამდენიმე კანდიდატია, მაგრამ ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე. საუკეთესონი "ნიუკასლი", "სუონსი", "ნორვიჩი" და "ტოტენჰემი" არიან - იმ თანმიმდევრობით, რომლითაც დავასახელე.
რაც შეეხება სეზონის საკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, აქ არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. მე "ნიუკასლის" გოლკიპერ ტიმ კრულის ავირჩევდი", - დაწერა ოუენმა.