ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ იუნაიტედი" კარგ პოზიციაზეა, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა, რომლის გუნდმაც ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში ლონდონის "ფულჰემი" (1:0) დაამარცხა, თამაშის შემდეგ მეტოქე შეაქო.

"ამჯერად მთავარი სამი ქულაა. მატჩის პირველი საათი კარგად ჩავატარეთ. სწრაფად ვთამაშობდით, ბურთს კარგად ვფლობდით და მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ "ფულჰემს" საკადრისი უნდა მივუზღოთ. ისინი დაცვაში ძალიან ყურადღებით მოქმედებდნენ.

პრობლემა ისაა, რომ როდესაც მეტოქე მოედნის საკუთარ ნახევარზეა ჩამჯდარი, ადრე თუ გვიან, იღლები. ასეც მოხდა. მათ ამით ისარგებლეს და კონტრშეტევებს მიმართეს.

მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" კარგი პოზიცია უკავია, მაგრამ
ჩემპიონატში ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი", - თქვა ლეგენდარულმა შოტლანდიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული