პრემიერლიგა. XXX ტური. შეჯამება: მანჩინი და გამოცხადება

AutoSharing Option
პრემიერლიგაში ზუსტად ის დრო დგება, როცა კლუბებმა გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული გაწეული შრომის შედეგი უნდა მიიღონ.

ამ დროს "ჩელსის" თავკაცი პესიმიზმს შეუპყრია და იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელებს შეუძახოს, ამბობს, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი მიზერულიაო.

ჰარი რედნაპი პირიქით, ამბობს, "არსენალის" გადასწრება და ლიგაში პირდაპირ მოხვედრა ჯერ კიდევ შეგვიძლიაო. აი, ტურის ყველაზე უბედურის ტიტულის მქონე კენი დალგლიში კი ამბობს, რაღა დროს ლამაზი ფეხბურთია, შედეგზე უნდა ვითამაშოთო. ჩვენი მხრივ კი იმას ვიტყვით, მისტერ კენ, რაღა დროს ამის მიხვედრაა?

1. თავგზააბნეული წითელი არმია
არა,
ძალიან უცნაურია... "ლივერპული" ემსგავსება გემს, რომელმაც არ იცის, რა უნდა მის კაპიტანს. პრინციპში, არა, კენი დალგლიში მიხვდა, რომ მისგან გულშემატკივარი ლამაზი კომბინაციების გარდა შედეგსაც ითხოვს. "წითლებს" წელს ცუდად ბევრჯერ უთამაშიათ, მაგრამ ეს მართლა პიკი იყო.

"ენფილდზე" შეკრებილმა 44 500-ამდე მაყურებელმა მიმდინარე სეზონში ყველაზე უსუსური გუნდი იხილა. ძალიან ძნელია იმის ახსნა, თასზე ბრწყინვალედ მოასპარეზე "ლივერპული" რანაირად ახერხებს ჩემპიონატის ასე ჩაგდებას. და რა მოხდებოდა, გუნდს ევროთასებზეც რომ ჰქონოდა სათამაშო და ძალების გადასროლა იქითაც დასჭირვებოდა? იმედია, "მეფის შეგირდებს" საქმე გავარდნამდე არ დაუდგებოდათ.

რა შეიძლება ითქვას "უიგანზე"? "ენფილდზე" მოგება მისთვის მიღწევა იყო. აქამდე პროვინციულ კლუბს ამ არენაზე თამაშის პატივი ისტორიაში 6-ჯერ ჰქონია, საიდანაც 4 წააგო და 2-ჯერ ფრედ ითამაშა. თუმცა ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ მოულოდნელობები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე სპორტის სხვა სახეობებში. ერთ-ერთი ასეთი სიურპრიზი საფეხბურთო სამყაროს რობერტო მარტინესის გუნდმა შესთავაზა.

2. მანჩინი და მისი სისუსტეები
ადრეც დავწერეთ, "მანჩესტერ სიტის" სეზონის მიწურულს ნერვები ღალატობსო და ამის მაგალითად მარიო ბალოტელისა და იაია ტურეს შორის მომხდარი ჩხუბი დავასახელეთ. ჩვენებურად რომ ვთქვათ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ასე გამოუვიდა რობერტო მანჩინის, მაგრამ როგორ ავხსნათ თავად იტალიელის საქციელი, რომელიც "სტოკ სიტისთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა? ალბათ ისევ და ისევ ნერვების თამაშით.

ჰოდა, იტალიელმა განტვირთვა გადაწყვიტა. ადგა ორშაბათს და ბოსნიაში გაფრინდა, სადაც მეჟდუგორიეს ეკლესიაში წირვას დაესწრო. გადმოცემით, აქ 1981 წლის ივნისში პატარა ბავშვებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა.

არადა, როგორ ცდილობდა მთელი კვირა "ქალაქელთა" ბანაკი "იუნაიტედი" თამაშში ჩაეთრია. პატრიკ ვიეირამ, აქაოდა, რაღა დროს პოლ სქოულზის ფეხბურთია, ეგ "იუნაიტედის" სისუსტის ბრალიაო. ვის სად აქვს "აქილევსის ქუსლი", ამის საბოლოოდ გარკვევას კიდევ 8 ტური სჭირდება. იქამდე კი ჩვენ მხოლოდ ტენდენციებზე შეგვეძლება ლაპარაკი.

ჩელსი-ტოტენჰემი 0:0
საუკეთესო: ხუან მატა (ჩელსი)

არსენალი-ასტონ ვილა 3:0
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)

ბოლტონი-ბლექბერნი 2:1
საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)

ლივერპული-უიგანი 1:2
საუკეთესო: შონ მელონი (უიგანი)

ნორვიჩი-ვულვერჰემპტონი 2:1
საუკეთესო: სტივენ ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი)

სანდერლენდი-ქუინზ პარკი 3:1
საუკეთესო: სოტირიოს კირიაკოსი (სანდერლენდი)

სუონსი-ევერტონი 0:2
საუკეთესო: მიხელ ვორმი (სუონსი)

სტოკ სიტი-მანჩესტერ სიტი 1:1
საუკეთესო: ჯონათან უოლტერსი (სტოკ სიტი)

ვესტ ბრომვიჩი-ნიუკასლი 1:3
საუკეთესო: პაპის სისე (ნიუკასლი)

მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი 1:0
საუკეთესო: კლინტ დემპსი (ფულჰემი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORT-ის მიხედვით:
1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 699 ქულა
1. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 663
3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 537
4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 526
5. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) - 487

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:
299 მატჩი
227 მოგება
72 ფრე
156 მშრალად შენახული კარი
833 გოლი
4 359 ზუსტი დარტყმა კარში
3 379 აცილება
524 ფეხბურთელი
68 ეროვნების მოთამაშე
16 ჰეთ თრიკი
942 ყვითელი ბარათი
54 წითელი ბარათი
10 317 471 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი
პიტერ კრაუჩი (სტოკ სიტი)

30-ე ტურში პიტერ კრაუჩის გოლი მართლა ისტორიული იყო. შეიძლება გადაჭარბებაა, მაგრამ სტაჟიანი ქომაგი შეიძლება დაგვეთანხმოს კიდევ - ის რაღაცით ნამდვილად ჰგავდა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში მარკო ვან ბასტენის გოლს.

ტურის მწვრთნელი
რობერტო მარტინესი (უიგანი)

რობერტო მარტინესი პრემიერლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია. მისი გუნდისგან "ენფილდზე" 3 ქულის აღება ნამდვილად მოულოდნელი იყო და ვფიქრობთ, ამისთვის ის ალალად იმსახურებს 30-ე ტურის მწვრთნელის ტიტულს.

ტურის ნაკრები
ალ ჰაბსი (უიგანი) - სანია (არსენალი), უიტერი (ბოლტონი), ევანსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბეინსი (ევერტონი) - უოლკოტი (არსენალი), პიენაარი (ევერტონი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), ბენ არფა (ნიუკასლი) - კრაუჩი (სტოკ სიტი), სისე (ნიუკასლი)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 30 23 4 3 74-27 73
2. სიტი 30 22 4 4 72-22 70
3. არსენალი 30 18 4 8 61-39 58
4. ტოტენჰემი 30 16 7 7 53-35 55
5. ჩელსი 30 14 8 8 49-34 50
6. ნიუკასლი 30 14 8 8 44:42 50
7. ლივერპული 30 11 9 10 36-31 42
8. სანდერლენდი 30 11 7 12 39-34 40
9. ევერტონი 30 11 7 12 30-32 40
10. სუონსი 30 10 9 11 34-36 39
11. ნორვიჩი 30 10 9 11 41-47 39
12. სტოკ სიტი 30 10 8 12 29-41 38
13. ფულჰემი 30 9 9 12 37-41 36
14. ვესტ ბრომვ. 30 10 6 14 36:41 36
15. ასტონ ვილა 29 7 12 10 31-38 33
16. ბლექბერნი 30 7 7 16 43-62 28
17. ბოლტონი 29 8 2 19 33-58 26
18. ქუინზ პარკი 30 6 7 17 33-53 25
19. უიგანი 30 5 10 15 27-55 25
20. ვულვზი 30 5 7 18 31-65 22

ბომბარდირები
26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 21 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - დემბა ბა (ნიუკასლი); 14 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი) 13 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 12 -კლინტ დემპსი (ფულჰემი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)

ასისტენტები
12 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ხუან მატა (ჩელსი); 9 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 8 - რაიან გიგზი, ლუიშ ნანი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი); ტეო უოლკოტი, ალექს სონგი (ორივე არსენალი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური:
31 მარტი: ასტონ ვილა-ჩელსი, ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი, ფულჰემი-ნორვიჩი, მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი, ქუინზ პარკი-არსენალი, უიგანი-სტოკ სიტი, ვულვზი-ბოლტონი
1 აპრილი: ნიუკასლი-ლივერპული, ტოტენჰემი-სუონსი
2 აპრილი: ბლექბერნი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული