ჩარლი ადამმა სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
"ლივერპულის" შოტლანდიელი ნახევარმცველის, 26 წლის ჩარლი ადამისთვის სეზონი უკვე დასრულებულია. ფეხბურთელმა 21 მარტს "ქუინზ პარკთან" შეხვედრის (2:3) პირველ ტაიმში კოჭი და მუხლი სერიოზულად დაიშავა, რის გამოც კენი დალგლიშმა მის ნაცვლად თამაშში ჯონათან ჰენდერსონი ჩართო.

შარშან ფეხბურთელი "ბლეკპულის" შემადგენლობაში ბრწყინავდა, თუმცა "ლივერპულში" ადაპტაცია საკმაოდ გაუჭირდა - მის ანგარიშზე სულ 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ადამი მისთვის ჩვეული ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე რა ხანია აღარ თამაშობს.

"მეფე კენი" ხშირად მას ტრავმირებული ლუკას ლეივას ადგილას, "საყრდენად" იყენებს, რაც შოტლანდიელის
ეფექტურობაზე, რასაკვირველია, მოქმედებს. დასჭირდება თუ არა ფეხბურთელს ოპერაცია, ეს უახლოეს ხანებში გაირკვევა.

ერთი რამ კი ცხადია - მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე კიდევ თვენახევარია დარჩენილი (ბოლო თამაში "ლივერპულს" 13 მაისს სუონსიში უწევს), ადამმა სეზონი უკვე დაასრულა. თუკი ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა, ის "წითლების" ბანაკს საუკეთესო შემთხვევაში აგვისტოს შუა რიცხვებისთვისღა თუ დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული