ფაბრისიო კოლოჩინი ერთი თვე დაისვენებს

AutoSharing Option
"ნიუკასლის" 30 წლის არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა ფაბრისიო კოლოჩინიმ "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო და ექიმების პროგნოზით, ვარჯიშს აპრილის შუა რიცხვებამდე ვერ განაახლებს. ფეხბურთელს მინიმუმ 5 თამაშის გამოტოვება მოუხდება და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირებისა, როგორიცაა 1 აპრილს "ლივერპულთან".

ასტონ ვილამ საქმე გადადო
"ასტონ ვილას" ხელმძღვანელობის განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ კლუბმა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხოს. ამიტომ წამყვან ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება დროებით შეჩერებულია. პრემიერლიგის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი, "ვილას" კი გასავარდნ ზონას 8 ქულა აშორებს.

დაგვეთანხმებით, რომ
შანსი ნაკლებია, მაგრამ ის მაინც არსებობს. მით უფრო, რომ გუნდს ამჟამად ტრავმირებულ ფეხბურთელთა მთელი არმია ჰყავს. მათ შორის - კირან კლარკი, ჯერმეინ ჯენასი, დარენ ბენტი, ფაბიან დელფი, შარლ ნ’ზოგბია და რიჩარდ დანი. როგორც კი საფრთხე ჩაივლის, კლუბი უმალ განაახლებს მოლაპარაკებებს ემილ ჰესკისთან, კარლოს კუელიარსა და ბრედ გუზანთან.

ნანი ჯერ კიდევ ავადაა
უქმეებზე ნანი ვერ ითამაშებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია და პორტუგალიელი "ბლექბერნთან" მოედანზე ვერ გავა.

ინფორმაცია მასმედიას ალექს ფერგიუსონმა მიაწოდა. აღნიშნულთან ერთად შოტლანდიელმა საყურადღებო განცხადებაც გააკეთა, რომ ის "ფულჰემთან" მომგები შემადგენლობის გამოცვლას არ აპირებს, რაც მისგან ცოტა უცნაურია, რადგან ცნობილია, რომ სერ ალექსს როტაცია ძალიან უყვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული