წაგების შემდეგ მოწევაც შეიძლება?!

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ძალიან გაბრაზდა, როცა შეიტყო, რომ 31-ე ტურში "ქუინზ პარკთან" წაგების (2:1) შემდეგ მისმა შეგირდმა მაროკოს ნაკრებში თანაგუნდელ ადელ ტაარაბთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ აღმოსავლურ ბარს მიაშურა, სადაც ჩილიმიც გააბოლა და კარგა გემოზეც მოილხინა.

ქუინზპარკელს განტვირთვის სრული უფლება ჰქონდა, რადგან მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და მეტოქის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.

რაც შეეხება "მეთოფეს", თავდამსხმელმა მოედანზე 10 წუთი გაატარა და, რა თქმა უნდა, გუნდს არაფრით დახმარებია. გაზეთები ვარაუდობენ, რომ ამ საქციელით შამახმა თავის თავს განაჩენი თავად გამოუტანა.

დერბიში
წაგებით "არსენალმა" მცირე შოკი იწვნია. მეორე დღეს არსენ ვენგერმა "არსენალის" ვებგვერდზე საკუთარ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა:

"მიჭირს იმის ახსნა, რაც "ლოფტუს როუდზე" მოხდა. თამაშისთვის ჩვეულებრივ ვემზადებოდით. შეიძლება ფეხბურთელებმა რაღაც მომენტში გაიფიქრეს, რომ აუტსაიდერთან შედარებით იოლი მატჩი ელოდათ. მასპინძლებმა საკადრისი პასუხი გაგვცეს და მიწაზე დაგვიშვეს.

ბურთს ჩვეულებისამებრ ვაკონტროლებდით, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმის მიყვანა გვიჭირდა. შეიძლება შორიდან ყველაფერი ეფექტურად გამოიყურებოდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. სამწუხაროა, როცა ასეთ თამაშებს ვაგებთ, სადაც, მინიმუმ, ფრე გვეკუთვნის. კვირას "მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე კარგად დავისვენებთ და იმედია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული