რობერტო მანჩინი: მარიო ბალოტელის არ ვყიდით

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინი ოპერატიულად გამოეხმაურა ინგლისურ პრესაში აგორებულ ჭორებს, თითქოს თანაგუნდელებთან პერმანენტული დაპირისპირებების გამო ის გუნდიდან მარიო ბალოტელის გაშვებას უპირებს და ეს პერსპექტივა კატეგორიულად უარყო.

იტალიელის თქმით: "გამორიცხეთ. ბალოტელის გაშვებას არ ვაპირებ. დიახ, მე მისით იმედგაცრუებული ვარ, რადგან არ მესმის, მისი კლასისა და ტექნიკის პატრონს რანაირად შეუძლია ხანდახან ასეთი ამაზრზენი თამაშების ჩატარება. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ჭკუის სასწავლებლად დრო წინ აქვს. ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი მისი მომავლისთვის".

ბალოტელიზე ჭორები არ ეყოფოდა, იტალიურმა
პრესამ ახლა ის დაწერა, "სიტიმ" მანჩინის კარისკენ თუ მიუთითა, დონ რობერტო "ინტერს" დაუბრუნდებაო.

ისინი თავად მანჩინის სიტყვებს ეყრდნობიან, ბოლო პერიოდში "ნერაძურის" პრეზიდენტ მასიმო მორატისთან სატელეფონო კავშირი რამდენჯერმე მქონდაო. მანჩინი არ აკონკრეტებს, რა თემაზე ელაპარაკა და შესაბამისად, ჭორების გავრცელებასაც უწყობს ხელს.

თემა "მანჩესტერ სიტი" და ჭორები" გრძელდება. ასპარეზს ამჯერად ესპანურ პრესას ვუთმობთ. მათი მტკიცებით, სეზონის დასრულების შემდეგ "რეალი" "ქალაქელებს" სერხიო აგუეროს ნაცვლად 5-10 მილიონ ევროს და გონსალო იგუაინს შესთავაზებს. როგორც ამბობენ, თავად არგენტინელს მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალიან ხიბლავს. ამასვე ურჩევს სიძეს დიეგო მარადონაც. "კუნ აგუერო "რეალში" უნდა თამაშობდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ის "სიტის" შემადგენლობაშიც კარგად გამოიყურება, მას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბევრად უკეთეს გარემოს დაახვედრებენ. ალბიონზე წასვლით მან სერიოზული შეცდომა დაუშვა. ახლა გვიანია. ვფიქრობ, სერხიოს კლუბის დატოვება ძალიან გაუჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული