ამას დაუმატეთ, რომ კვირას რობერტო მანჩინის გუნდს "არსენალთან" "ემირიტსზე" ელის დაპირისპირება.
წარუმატებლობის შემთხვევაში ეს იქნება მე-4 მოუგებელი თამაში ბოლო 5-იდან. ბუნებრივია, ეს "ქალაქელებში" საკუთარი ძალების რწმენას სერიოზულად შეარყევს. დერბიმდე 8-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნების შემთხვევაში "იუნაიტედს" პრინციპული მეტოქის მოედანზევე შეეძლება მე-20 საჩემპიონო ტიტულის განაღდება. აი, რას ამბობს სერ
"იუნაიტედს" სჩვევია ბოლო ტურებში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება და ამის იმედი ახლაც გვაქვს. ჩვენი წარმატების საიდუმლო დაბალანსებული შემადგენლობაა.
მაშინ, როცა ნემანია ვიდიჩმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, წარუმატებლობებს გვიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჯონათან ევანსმა სერბი იდეალურად შეცვალა და რიო ფერდინანდთან ბრწყინვალე წყვილი შეკრა. ჯონი, უბრალოდ, ბრწყინვალეა. ის უკვე შემდგარი ფეხბურთელია და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან უკანა ხაზში მშვიდი თამაში სხვა ფეხბურთელების განწყობაზეც დადებითად მოქმედებს".
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა უეინ რუნიმ ცოტა უცნაური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ოლდ ტრეფორდზე" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დენი უელბეკს მიიჩნევს. არავინ უარყოფს, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი ძალიან ნიჭიერია.
ეს არაერთხელ უთქვამს თავად ალექს ფერგიუსონს, ვინც ზოგადად კომპლიმენტების თქმისას საკმაოდ ძუნწია, მაგრამ... როგორც ჩანს, რუნის უბრალოდ თანაგუნდელის წახალისება სურდა. "შეიძლება ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ ჩემი ფავორიტი სეზონის ფეხბურთელის გამოვლენის დროს უელბეკი იქნება. "იუნაიტედში" პირველივე სეზონში ამდენი თამაშის ჩატარება და თანაც ასეთ დონეზე (10 გოლი, 5 პასი. რედ) მართლა ფანტასტიკაა. ის ასაკისთვის უჩვეულოდ მშვიდად უმკლავდება ზეწოლასაც.
ხომ ხედავთ, იმ დროს, რასაც ის ვარჯიშებზე ატარებდა, ტყუილად არ ჩაუვლია. დენი ძალიან სწრაფია, მისი დაჭერა ძალიან ძნელია და აქედან გამომდინარე, საჯარიმოში მეტოქისთვის ყოველთვის დიდ ხიფათს წარმოადგენს. მისგან სარგებელს ნახავს როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი", ისე ინგლისის ნაკრებიც," - აცხადებს რუნი.
"იუნაიტედზე" წერას ნანიზე ინფორმაციით დავასრულებთ. 25 წლის პორტუგალიელმა გარემარბმა ტრავმის გამო თვეზე მეტი გამოტოვა. ის კვირის დასაწყისში სრულფასოვან ვარჯიშებს დაუბრუნდა და კვირას, 8 აპრილს "ქუინზ პარკთან", მინიმუმ, სათადარიგოთა შორის იქნება.
"ეშმაკებს" შუა კვირაში კიდევ ერთი თამაში ელით - 11 აპრილს "უიგანთან" გასვლაზე. ასეთი მჭიდრო გრაფიკის პირობებში კი სრულფასოვანი შემცვლელების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"