ანტონიო ვალენსიას ოპერაცია ელის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" საექიმო შტაბს ანტონიო ვალენსიასთვის სეზონის დამთავრების შემდეგ, არაუგვიანეს მაისისა, კოჭზე უმნიშვნელო ოპერაციას ჩატარება სურდა, მაგრამ ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით მისი გადადება მოუხდა.

მიზეზი ის არის, რომ ეკვადორელებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელით არგენტინასა და კოლუმბიასთან.

პირველად ვალენსიამ ფეხი 2010 წლის სექტემბერში "რეინჯერსთან" შეხვედრაში დაიზიანა, რის გამოც მას მთელი 6 თვე გაუცდა. ქირურგებმა ფეხბურთელს კოჭთან ლითონის ფირფიტა ჩაუდეს, რომლის ამოღება ახლაა დაგეგმილი.

როდის დაინიშნება ოპერაცია, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, მაგრამ აღდგენითი პროცესი ყველა ვარიანთში ხანმოკლე
იქნება, ასე რომ, ანტონიო "იუნაიტედს" სეზონისწინა მოსამზადებელ პირველივე შეკრებაზევე შეურთდება.

აქვე მოკლედ მოგახსენებთ "იუნაიტედთან" დაკავშირებულ კიდევ ორ ინფორმაციას. პორტუგალიური პრესა დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ალექს ფერგიუსონს "პორტუდან" ნიკოლა გაიტანის გადაბირება სურსო. ამჯერად "ა’ბოლას" ცნობით, "ეშმაკები" 20 წლის ჯეიმს როდრიგესის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ტრანსფერის ღირებულებაზე ვერაფერს მოგახსენებთ.

დაბოლოს, "იუნაიტედის" 32 წლის ვეტერანის ფორვარდის მაიკლ ოუენის თქმით, ვინც ოლდ "ტრეფორდს" სეზონის დასრულებისთანავე ტოვებს, ის არც კი განიხილავს არაპრემიერლიგური კლუბების წინადადებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული