კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა 23 წლის ფეხბურთელის თამაშით, რომელიც გუნდის სქემაში ვერ ჩაეწერა.
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქეროლმა გუნდში ადაპტაცია ვერ მოახერხა. სავარაუდოდ მერსისაედელები ფორვარდს უკვე ამ ზაფხულს გაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ ენდი ქეროლი "ლივერპულში" "ნიუკასლიდან" 2011 წლის იანვარში გადავიდა. "წითლებმა" მასში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ქეროლმა მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Mirror-ის მიხედვით