"ენფილდის" მკვიდრთა გაჭირვებაზე წერა უკვე ტრადიციად გვექცა. "წითლების" თამაში სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს. ბირმინგემელებთან შეხვედრაში მასპინძლები ჩვეულებისამებრ დიდხანს ათამაშებდნენ ბურთს, ხშირად ურტყამდნენ კარის მიმართულებით, მაგრამ ხან შეი გივენი თამაშობდა ბრწყინვალედ, ხანაც "ლივერპულს" ბედი არ სწყალობდა.
ფეხბურთში მთავარი ტაბლოა. გატანა კი მათ ერთადერთხელ შეძლეს. მასპინძლებს თამაშის ბოლოს წინაც შეეძლოთ გასვლა, თუმცა მათ მცდელობებს შედეგი არ მოუტანია.
პირველი მომენტი გივენის კართან სტიუარტ დაუნინგმა შექმნა. მის ჩაწოდებას დირკ კუიტი გამოეხმაურა, მაგრამ ჰოლანდიელმა მეკარეს ვეღარ აჯობა. მცველებმა კი მომენტი მალევე განმუხტეს. მე-10
21-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაორმაგება შეეძლოთ, მაგრამ ჯეიმს კოლინზის თავური დონის კარს სულ ოდნავ ასცდა. მშვენიერი შანსი გაანიავა 44-ე წუთზე კუიტმა. მან ძალიან ახლოდან "მოახერხა" ისე დაერტყა, რომ ხარიხისთვის გადაეცილებინა. მეორე ნახევრის დებიუტში უმარტივეს სიტუაციაში გააფუჭა მომენტი ლუის სუარესმაც. მან თავური ძელს გაარტყა.
ზემოთაც დავწერეთ, "ლივერპულს" ბედი არ სწყალობდაო, მაგრამ მას ცდა მაინც არ დაუკლია. 82-ე წუთზე "წითლებმა" მიზანს მაინც მიაღწიეს. ჯერარდის ჩაწოდების შემდეგ დანიელ აგერმა თავით ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა დამატებაზე ბურთთან პირველი სუარესი გაჩნდა, რომელიც ამ მომენტში თითქმის კარის ხაზზე იდგა - 1:1.
ჩელსის თამაშგარე
რობერტო მარტინესის "უიგანი" პრემიერლიგაში დასარჩენად გააფთრებული იბრძვის. ამ დროს, შეიძლება ითქვას, რომ არბიტრმა მაიკ ჯონსმა ამ სიმპათიურ გუნდს ზურგში ლახვარი ჩასცა, როცა შეხვედრის მეორე ნახევარში გვერდითა არბიტრის არაადეკვატურ გადაწყვეტილებას თავი დაუქნია და ბრანისლავ ივანოვიჩის 1,5-2-მეტრიანი თამაშგარე არ დააფიქსირა.
სერბმა თემიდას მსახურთა საჩუქრით მშვენივრად ისარგებლა და ანგარიში გახსნა. "ჩელსის" აუტსაიდერთან შეხვედრაში ისედაც დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ უიგანელთა ომანელი მეკარე ალი ალ-ჰაბსი ფანტასტიკურად თამაშობდა. მან, მინიმუმ, 4 მკვდარი ბურთი აუღო სტუმართა შემტევებს.
"ლურჯებს" ანგარიშის გახსნა ჯერ კიდევ 38-ე წუთზე შეეძლოთ, როცა ხუან მატამ პატარა შედევრი შემოგვთავაზა - იოლად გაუსწორდა დაცვას, მაგრამ ალ-ჰაბსიმ ითამაშა დამაჯერებლად. დამატებაზე დიდიე დროგბას მაინორ ფიგეროა აღუდგა და ბურთი ხაზიდან მოიგერია. ივანოვიჩის გოლზე უკვე მოგახსენეთ. სერბმა გუნდს გოლიდან ორიოდე წუთშიც დიდი სამსახური გაუწია. ვიქტორ მოზესისა და ფრანკო დი სანტოს კომბინაციის შემდეგ მან ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
82-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. მოჰამედ დიამესთვის შორეული დარტყმისას ხელის შეშლას რაულ მეირელეში კი ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სენეგალელმა ჩეხს შორეულ კუთხეში დაურტყა და 1:1. ჩეხმა რეაქცია ვერ მოასწრო.
მასპინძლებმა ბოლო წუთზე მაინც იძალეს. დროგბამ საწინააღმდეგო ფლანგზე გახსნილი ფერნანდო ტორესი მოძებნა, ვისი აკრობატული დარტყმაც ძელს მოხვდა და ბურთი მატას ფეხზე დააჯდა. უკანასკნელს ახლო მანძილიდან 3-ქულიანი დარტყმა აღარ გასჭირვებია.
დეზებისა და კატების ფრე
მარტინ ო’ნილის "კატებმა" ზედიზედ მეორე პრემიერლიგურ გრანდს დააკარგვინეს ქულები (წინა ტურში "სიტისთან" 3::3 ითამაშეს), თუმცა ამჯერად მატჩი "სანდერლენდის" მონაწილეობით ისეთი თვალისმომჭრელი აღარ იყო.
ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა, ვისაც როტაცია ზოგადად დიდად არ ხიბლავს, ისევ ერთი კვირის წინანდელი შემადგენლობა დააყენა და არც უნანია. მის გუნდს "ტოტენჰემთან" დებიუტში მცირე, მაგრამ სათამაშო უპირატესობა მაინც ჰქონდა, თუმცა მისი შენარჩუნება ბოლომდე ვერ შეძლო.
მასპინძლები მეტოქეზე ხშირად ურტყამდნენ ბრედ ფრიდელის კარში და რომ არა ამერიკელი ვეტერანი, "დეზებს" კარგი დღე არ დაადგებოდათ. თავის მხრივ, სტუმარიც ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ყველაზე ცუდი საფეხბუთო ანგარიშით დამთავრდა.
აქაც მსაჯი
ვერაფერს იტყვი... "სტემფორდ ბრიჯზე" მაიკ ჯონსმა დაუშვა შეცდომა, რომელმაც მატჩის შედეგზე იქონია დიდი ზეგავლენა. "ოლდ ტრეფორდზე" კი მას ლი მეისონმა მიბაძა, ვინც შეხვედრის მე-14 წუთზე იშლი იანგის თითქმის მეტრიანი თამაშგარე ვერ შენიშნა და წესების დარღვევით მოთამაშე ფეხბურთელთან შეჯახების გამო პენალტი დანიშნა და თანაც, შონ დერი ნაადრევად გაუყენა გასახდელის გზას.
90 წუთის განმავლობაში დიდებულად მოთამაშე პატრიკ კენი უეინ რუნის თერთმეტმეტრიანთან ვერას გახდა. "ქუინზ პარკი" "თეატრის სცენაზე" ისედაც აუტსაიდერი გახლდათ და 10 კაცით რა წინააღმდეგობა შეიძლებოდა მეტოქისთვის გაეწია, თავად წარმოიდგინეთ.
თუმცა ქებათა-ქება მარკ ჰიუზის გუნდს, რომელიც 76 წუთის განმავლობაში კაცნაკლული ასპარეზობის მიუხედავად, ალექს ფერგიუსონის გუნდის ზეწოლას ბოლომდე მედგრად ედგა. "იუნაიტედისგან" მეორე ბურთი პოლ სქოულზმა შორეული, ეფექტური დარტყმით გაიტანა.
საჩემპიონო სიზმრები მომავლისთვის
პირველი ნახევარი "არსენალის" აშკარა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათი შეტევები, ძირითადად, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან იშლებოდა. "მეთოფეებმა" ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი მე-16 წუთზე შექმნეს, როცა მიკელ არტეტას კუთხურის მერე ბურთი რობინ ვან პერსის მიუვიდა. ჰოლანდიელის დარტყმა... ტომას ვერმალენს მოხვდა და ასე გადარჩა "სიტი" გოლს.
ასევე ძალიან სახიფათო იყო "სიტის" კუთხური 26-ე წუთზე. ბალოტელიმ 8 მეტრიდან კირან გიბსს გაარტყა. იტალიელი "ეფექტურად" მხოლოდ მეტოქეებთან შეტაკებებისას გამოიყურებოდა. მე-19 წუთზე მარტინ ატკინსონს მისი გაძევება მართებდა, როცა მარიომ ალექს სონგის წინააღმდეგ მეტისმეტად ბინძურად ითამაშა.
მეორე ტაიმი მწვრთნელებმა ცვლილებების გარეშე დაიწყეს. "სიტი" თავდაპირველად უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ "არსენალმა" დაახლოებით მე-60 წუთიდან ისევ ჩაიგდო მატჩის სადავეები ხელთ. 87-ე წუთზე მიკელ არტეტამ დავიდ პისაროს ელემენტარული ტექნიკური წუნით ისარგებლა და 25 მეტრიდან ჯო ჰარტს აუღებელი დაურტყა.
მასპინძლებმა დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერეს ანგარიშზე. "სიტის" კი შეუძლია საჩემპიონო სიზმრები მომავალი სეზონისთვის შემოინახოს...
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXII ტური
სუონსი-ნიუკასლი 0:2
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი - ბრიტონი, ალენი - ნ. დაიერი (66. სინკლერი), სიგურდსონი, რუტლეჯი - მური (66. გრემი)
ნიუკასლი (4-3-2-1): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, პერჩი, სანტონი - კაბაი (74. კაბაი), ტიოტე (46. რ. ტეილორი), ხონასი - ბენ არფა, პ. სისე - ბა (59. ფერგიუსონი)
გოლები: 0:1 სისე (5), 0:2 სისე (69)
გაფრთხილება: უილიამსი - უილიამსონი
კარში დარტყმა: 17-4 (9-3), კუთხური: 7-0, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 0:1 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 19 874
სანდერლენდი-ტოტენჰემი 0:0
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - ბერდსლი (80. რიჩარდსონი), ტერნერი, კილგალონი, კოლბეკი - ლარსონი, ლ. კატერმოული (76. ვონი), კ. გარდნერი, მაკლინი - სესინიონი - ბენდტნერი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, კაბული, გალასი, ასუ-ეკოტო - სანდრო (65. ლენონი), პარკერი, - ვან დერ ვაარტი (83. დეფო), მოდრიჩი, ბეილი - ადებაიორი (77. საა)
გაფრთხილება: ლარსონი, ვონი - სანდრო, ასუ-ეკოტო
კარში დარტყმა: 7-5 (3-1), კუთხური: 11-4, ჯარიმა: 13-11, თამაშგარე: 1:2 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 39 335
ბოლტონი-ფულჰემი 0:3
ბოლტონი (4-3-3): ბოგდანი - რიკეტსი, უიტერი, რიმი, მ. ალონსო - მ. დეევისი, რეო-კოკერი, პრეტლი (46. კ. დევისი) - მიაიჩი (46. იგლზი), ნგოგი (60. ნგოგი), მ. პეტროვი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - კელი, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე - დაფი (83. ფრეი), დემბელე, მ. დიარა, კაჩანიკლიჩი (88. ტროტა) - რუისი (73. ეტუჰუ) - დემპსი
გოლები: 0:1 დემპსი (30), 0:2 დემპსი (45), 0:3 მ. დიარა (80)
გაფრთხილება: რიკეტსი
კარში დარტყმა: 7-9 (2-6), კუთხური: 5-3, ჯარიმა: 12-10, თამაშგარე: 0:4 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 21 939
ჩელსი-უიგანი 2:1
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, გ. კეჰილი, დ. ლუისი, ბერტრანდი - მეირელეში, ესიენი (74. მიკელი) - სტარიჯი (84. კალუ), მატა, მალუდა (59. ტორესი) - დროგბა
უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი, მაკარტი, მაკარტური (71. დიამე), ბოსეჟური (71. უოტსონი) - მოზესი, დი სანტო (80. სემონი), მელონი
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (62), 1:1 დიამე (83), 2:1 მატა (90+2)
გაფრთხილება: ესიენი, მალუდა - მელონი, ფიგეროა
კარში დარტყმა: 15-6 (8-3), კუთხური: 5-3, ჯარიმა: 13-11, თამაშგარე: 3:5 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 40 651
ლივერპული-ასტონ ვილა 1:1
ლივერპული (4-4-2): დონი - ფლენაგანი, კარაგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე (76. აგერი) - ჰენდერსონი, ჯერარდი, შელვი (65. ბელამი), ს. დაუნინგი (65. კეროლი) - სუარესი, კუიტი
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი, ჯ. კოლინზი, ბეიკერი, უორნოკი - ლიშაი, აირლანდი, ჰერდი, ბენანი - ჰესკი (58. გ. გარდნერი), აგბონლაჰორი
გოლები: 0:1 ჰერდი (10), 1:1 სუარესი (82)
გაფრთხილება: სუარესი - კარუტერსი
კარში დარტყმა: 20-4 (7-2), კუთხური: 11-3, ჯარიმა: 4-10, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 44 321
ნორვიჩი-ევერტონი 2:2
ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი - რ. მარტინი, რ. ბენეტი, ე. უორდი, დრური (76. ნაუტონი) - ბენეტი, ფოქსი (66. უილბრეჰემი), ჰოუსონი, სარმანი - ჰულაჰანი (90+2 კროფტსი) - ჰოლტი
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ნევილი (57. ფელაინი), გიბსონი, პიენაარი, გუიე (47. კოულმენი) - იელავიჩი, ტ. კეჰილი (82. ანიჩებე)
გოლები: 0:1 იელავიჩი (22), 1:1 ჰოუსონი (39), 1:2 იელავიჩი (61), 2:2 ჰოლტი (76)
გაფრთხილება: - ბეინსი, პიენაარი, ფელაინი
კარში დარტყმა: 8-5 (5-4), კუთხური: 2-4, ჯარიმა: 10-19, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 26 554
ვესტ ბრომვიჩი-ბლექბერნი 3:0
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი, ბ. ჯონსი, მაკაული, ი. ოლსონი, რიჯუელი - დორანსი (87. შარნერი), მულუმბუ, ენდრიუსი - ოდემვინგე, ფორჩუნი (90. ლონგი), ბრანტი (82. კოქსი)
ბლექბერნი (4-4-1-1): რობინსონი - ორი, დანი, ჰენლი, მარტინ ოლსონი - ლოუი (79. ფორმიკა), ნ’ზონზი, დანი, პედერსენი (79. მოდესტე) - ჰოილეტი - იაკუბუ
გოლები: 1:0 მარტინ ოლსონი (7-ს.კ-ში), 2:0 ფორჩუნი (69), 3:0 რიჯუელი (85)
გაფრთხილება: - დანი
გაძევება: - მოდესტე (90)
კარში დარტყმა: 8-12 (6-7), კუთხური: 8-4, ჯარიმა: 7-10, თამაშგარე: 8:3 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 23 414
სტოკ სიტი-ვულვზი 2:1
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი, შოუკროსი, ჰუთი, მ. უილსონი - პენანტი (86. პალასიოსი), უელანი, უაითჰედი, ეთერინგტონი (69. ჯერომი) - კრაუჩი (90+1 დელაპი), უოლტერსი
ვულვზი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, სტირმენი, ბასონგი, ს. უორდი - კაიტლი, ჰენრი (86. დ. დევისი), დ. ედვარდსი, ჯარვისი - ს. ფლეტჩერი, ებანს-ბლეიკი (83. ებანს-ბლეიკი)
გოლები: 0:1 კაიტლი (26), 1:1 ჰუთი (37), 2:1 კრაუჩი (61)
გაფრთხილება: ეთერინგტონი - კაიტლი
კარში დარტყმა: 11-7 (4-4), კუთხური: 3-8, ჯარიმა: 8-12, თამაშგარე: 4:0 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 27 005
მანჩესტერ იუნაიტედი-ქუინზ პარკი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, რ. ფერდინანდი, ევანსი, რაფაელი (74. ჯოუნსი) - იანგი (62. გიგზი), კერიკი, სქოულზი (74. კლევერლი), ვალენსია - უელბეკი, რუნი
ქუინზ პარკი (4-2-3-1): კენი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი, ტაივო - დიაკიტე (71. რაიტ-ფილიპსი), დერი - მაკი, ტაარაბტი (71. ტ. სმიტი), ბუჟაკი - ბოტროიდი (81. დ. კემპბელი)
გოლები: 1:0 რუნი (15-პენ), 2:0 სქოულზი (68)
გაფრთხილება: რაფაელი
გაძევება: - დერი (14)
კარში დარტყმა: 17-4(9-3), კუთხური: 7-0, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 0:1 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 75 505
არსენალი-მანჩესტერ სიტი 1:0
არსენალი (4-3-3): შჩესნი - გიბსი (56. ა. სანტოსი), ვერმალენი, კოშელნი, სანია - სონგი, არტეტა, როსიცკი - ბენაიუნი (78. რემსი), ვან პერსი, უოლკოტი (85. ოქსლეიდ-ჩემბერლენი)
მანჩესტერ სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კლიში - მილნერი, ი. ტურე (17. დ. პისარო), ბერი, ნასრი (78. კოლაროვი) - აგუერო (83. ტევესი) - ბალოტელი
გოლი: 1:0 არტეტა (87)
გაფრთხილება: ა. სანტოსი, კოშელნი - ი. ტურე, ბალოტელი, მილნერი, საბალეტა
გაძევება: - ბალოტელი (89)
კარში დარტყმა: 8-2(5-1), კუთხური: 7-6, ჯარიმა: 13-15, თამაშგარე: 3:5 ბურთის ფლობა: 64%-34%
მაყურებელი: 60 096
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 32 25 4 3 78-27 79
2. სიტი 32 22 5 5 75-26 71
3. არსენალი 32 19 4 9 63-41 61
4. ტოტენჰემი 32 17 8 7 56-36 59
5. ჩელსი 32 16 8 8 55-37 56
6. ნიუკასლი 32 16 8 8 48-42 56
7. ევერტონი 32 12 8 12 34-34 44
8. ლივერპული 32 11 10 11 37-34 43
9. სანდერლენდი 32 11 9 12 42-37 42
10. ფულჰემი 32 11 9 12 42-42 42
11. სტოკ სიტი 32 11 8 13 31-44 41
12. ნორვიჩი 32 10 10 12 44-51 40
13. ვესტ ბრომვ. 32 11 6 15 39-43 39
14. სუონსი 32 10 9 13 35-41 39
15. ასტონ ვილა 31 7 13 11 34-43 34
16. ბოლტონი 31 9 2 20 36-63 29
17. ქუინზ პარკი 32 7 7 18 35-56 28
18. ბლექბერნი 32 7 7 18 43-67 28
19. უიგანი 32 6 10 16 30-57 28
20. ვულვზი 32 5 7 20 34-70 22
ბომბარდირები
26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 22 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - დემბა ბა (ნიუკასლი); 14 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი) 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), კლინტ დემპსი (ფულჰემი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)
მომდევნო ტური
9 აპრილი
ევერტონი-სანდერლენდი 18:00
ნიუკასლი-ბოლტონი 18:00
ტოტენჰემი-ნორვიჩი 18:00
ასტონ ვილა-სტოკ სიტი 20:30
ფულჰემი-ჩელსი 23:00
10 აპრილი
ბლექბერნი-ლივერპული
11 აპრილი
მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი, უიგანი-მანჩესტერ იუნაიტედი, ვულვზი-არსენალი, ქუინზ პარკი-სუონსი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"