"მეორე გოლი დაგვაკლდა. 1:0 ყოველთვის არასაიმედო შედეგია.
შესვენების შემდეგ უპირატესობის გაზრდას ვცდილობდით, მაგრამ იმდენ მომენტს ვერ ვქმნიდით, რამდენიც საჭირო იყო, რათა კიდევ გაგვეტანა. დიდი ძალისხმევა გავიღეთ, თუმცა მოგება მაინც ვერ შევძელით.
იმედგაცრუებული ვარ, თამაში ხომ სასურველი ანგარიშით დიდი ხნის მანძილზე მიგვყავდა და მატჩის ბოლოს გავუშვით.
"ფულჰემმა" დაამტკიცა, რომ ჩვენი დაპირისპირება დერბია, დერბი კი იოლი არასდროს გამოდის", - თქვა "ლურჯების" თავკაცმა.