რობერტო მანჩინი გუნდის "წმენდას" იწყებს

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი სეზონის დარჩენილ ნაწილში ფეხბურთელებს კიდევ უფრო გულდასმით დააკვირდება და მხოლოდ მას მერე გაარკვევს, ვისი სამსახური სჭირდება სამომავლოდ და ვისი - არა.

ლაპარაკია, რომ "ქალაქელები", სავარაუდოდ, გამოეთხოვებიან კარლოს ტევესს, ედინ ჯეკოს, კოლო ტურეს, მარიო ბალოტელისა და ნაიჯელ დე იონგს.

იტალიელი სპეციალისტი არ აპირებს "ეტიჰადიდან" იჯარით გაშვებული ფეხბურთელების დაბრუნებას. "სიტი" შეეცდება ყველა მათგანი გაყიდოს.

ესენი არიან ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), როკე სანტა კრუსი (ბეტისი) და უეინ ბრიჯი (სანდერლენდი). პოტენციურ შენაძენთა შორის ჯერჯერობით მხოლოდ 2
გვარს ასახელებენ - ედინსონ კავანისა და ედენ აზარს. ოღონდ ერთია, უკანასკნელს თავად არ სურს "სიტიში" გადასვლა, რადგან მიაჩნია, რომ ამ გუნდში მუდმივ სათამაშო პრაქტიკას ვერ ეღირსება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული