"ბოლტონის" ნახევარმცველი ფაბრის მუამბა, რომელსაც "ტოტენჰემთან" ინგლისის თასის მატჩის დროს გულის შეტევა მოუვიდა და კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, საავადმყოფოდან მალე გამოეწერება.
გამოწერის წინ ფეხბურთელს მცირე ოპერაციას ჩაუტარებენ მინი-დეფიბრილატორის ჩასადგმელად, რომელიც რეციდივს არ დაუშვებს.
რაც მთავარია, მოწყობილობა მუამბას სრულფასოვან ვარჯიშში ხელს არ შეუშლის.