თუმცა, იტალიელის თქმით, ამის ალბათობა დიდი არ არის.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რობერტო დი მატეო ასრულებს.
"ფეხბურთი ძალიან მაკლია. სხვადასხვა წინადადებას ვიღებ, მაგრამ მოლაპარაკების წარმოება ერთია და კონტრაქტის გაფორმება სხვა. ძალიან ბევრი ნიუანსი არსებობს.
რაც შეეხება "ჩელსის", ჩემს ყოფილ კლუბში სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუმცა ამის შესაძლებლობა მცირეა. ახლა გუნდი საიმედო ხელშია - დი მატეოსი მჯერა", - განაცხადა ძოლამ.