რობერტო მანჩინი: არ მგონია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კიდევ ხუთი ქულა დაკარგოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "ვესტ ბრომვიჩთან" გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი", ფაქტობრივად, ჩემპიონია, მიუხედავად "უიგანთან" "წითელი ეშმაკების" დამარცხებისა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ფანტასტიკური გუნდი ჰყავს. არ ვფიქრობ, რომ ისინი კიდევ ხუთ ქულას დაკარგავენ. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, ეს შესანიშნავი სეზონი კარგად დავასრულოთ, რომელიც 1968 წლის შემდეგ ჩვენი გუნდისთვის საუკეთესოა.

გუნდთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გვიანია. "იუნაიტედისგან" განსხვავებით, ჩვენ ის ფანტასტიკური გუნდური სულისკვეთება არ გვაქვს და ამიტომაც სირთულეებს განვიცდით", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული