მხოლოდ ლუის სუარესში გადახდილი 22,8 მილიონი ფუნტი შეიძლება მივიჩნიოთ გამართლებულად. ძირითადად კი კლუბი ვარსკვლავებში ან ეგრედ წოდებულ ვარსკვლავებში გაუმართლებლად დიდი ფულს იხდიდა.
ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ენდი კეროლის, ჯორდან ჰენდერსონის, სტიუარტ დაუნინგისა და ჩარლი ადამის ტრანსფერები. მიუხედავად მათი ნიჭისა, რასაც თავისთავად არავინ უარყოფს, "ენფილდზე" ამ ეტაპზე ისინი ვერ ამართლებენ. "ლივერპული" კი იძულებულია, შემადგენლობის გასაძლიერებლად 115 მილიონის დახარჯვის შემდეგ იმაზე ინერვიულოს,
ჯონ ჰენრისა და ტომ ვერნერისთვის ცხადი იყო, რომ ვიღაცას პასუხი უნდა ეგო. კომოლის გარდა იყო მეორე კანდიდატურაც - კენი დალგლიში. შოტლანდიელს ამ ეტაპზე ალბათ ის შველის, რომ დღემდე "ენფილდის" კერპად რჩება, თუმცა თუკი რეგრესი გაგრძელდა, მას ვეღარც ეს არგუმენტი იხსნის. იოლად შეიძლება იმის პროგნოზი, რომ ლიგის თასის გარდა "მეფე" შეიძლება ასოციაციის თასის მოგებამაც ვერ იხსნას.
"ლივერპულმა" კომოლის სტანდარტული სამადლობელი წერილი გზაში დააწია. "ჩვენ მადლობას ვუხდით იმ ღვაწლისთვის, რაც მან კლუბის წინაშე გაიღო და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო კარიერაში," - ნათქვამია "ლივერპულის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სუარესის გარდა კომოლი "ლივერპულის" სასარგებლოდ კიდევ ერთ ტრანსფერში არ შეცდა, როცა ფერნანდო ტორესი 50 მილიონად "ჩელსიში" გაუშვა.
"ლივერპულიდან" ყოფილ სპორტულ დირექტორს ერთადერთი კაცი გამოექომაგა. ვინ იქნებოდა ეს თუ არა კენი დალგლიში. აი, რა თქვა ლეგენდარულმა შოტლანდიელმა: "ჩვენ ერთმანეთთან არაჩვეულებრივი სამუშაო და ადამიანური ურთიერთოები გვაკავშირებდა.
მისი წასვლით გულნატკენი ვარ, მაგრამ ისიც მესმის, რომ ფეხბურთში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რაღაც საფუძვლის გამო ხდება. ის ძალიან მეხმარებოდა ყველა სატრანსფერო საქმეში, რასაც მიზნად ვისახავდით. ყველა ის ფეხბურთელი, ვინც მან "ენფილდზე" მოიყვანა, ჩემი მოთხოვნით გააკეთა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"