ამით ჩემპიონატს ინტრიგა და ლაზათი არ დაუკარგავს, რადგან მანჩესტერულმა გრანდებმა თავიანთი თამაშები ჩაატარეს და მეტოქეთაგან ქვა ქვაზე არ დატოვეს. "იუნაიტედის" შეხვედრა ისე როგორ ჩაივლიდა, რომ სამსაჯო საკითხს წინა პლანზე არ წამოეწია. არბიტრმა მარკ ჰალსიმ უკვე მე-7 წუთზე ეშლი იანგის წაქცევისთვის მეტისმეტად საეჭვო პენალტი დადო. მატჩის შემდეგ ეს ეპიზოდი მთავარ განსახილველ თემად იქცა.
ბუნებრივია, ჟურნალისტები, პირველ რიგში, ალექს ფერგიუსონის კომენტარით დაინტერესდნენ. მატჩის ზოგადი შეფასების გარდა, შოტლანდიელმა
"4:0 კარგი შედეგია. დროდადრო კონცენტრაციას ვკარგავდით, მაგრამ ბოლოს მაინც შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რითაც ბოლომდე კმაყოფილი დავრჩი. სეზონის დასრულებამდე მოულოდნელობებისგან დაზღვეულები არ ვართ.
ახლა მთავარია, ისეთივე შინაარსიანი თამაში ვაჩვენოთ და ვისიამოვნოთ ყოველი დარჩენილი დაპირისპირებისგან, როგორც ეს დღეს მოვახერხეთ.
იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გამოცდილება მკარნახობს, რომ ყველას შეუძლია მწარედ გვიკბინოს. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, ამას როგორმე გავექცეთ. დღევანდელი თამაშის უმთავრესი შედეგი ის არის, რომ ახლა ერთით ნაკლები თამაში დაგვრჩა ფინიშამდე.
სასიამოვნოა, რომ უბრალოდ კი არ მოვიგეთ, ამას ლამაზ სტილში მივაღწიეთ. ეს კი სეზონის ბოლოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს ესმოდათ, რომ "უიგანთან" წაგების შემდეგ ამ შეხვედრის ფასმა აიწია. მათ სცადეს, მდგომარეობა გამოესწორებინათ.
რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, ეშლი წააქციეს. კონტაქტი მცირე, მაგრამ იყო. ეს კი პენალტის დანიშვნის საფუძველია.
ეჭვი იმან აღძრა, რომ იანგი მსუბუქად დაეცა, რაც მას არ სჩვევია. უელბეკის გოლის მომენტიც ვერ დავინახე კარგად. რაკი "ოლდ ტრეფორდზე" ვთამაშობდით, ამის მერე თავი სამშვიდობოს დავიგულეთ, რადგან ძნელად წარმომედგინა, საკუთარ მოედანზე ამხელა უპირატესობა გაგვეფლანგა. მეორე ნახევარი ცოტა არეულებმა დავიწყეთ, მაგრამ მესამე გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა".
კარლოსის ჰეთ თრიკი
"იუნაიტედამდე" 24 საათით ადრე თავისი მეტოქე დაიბრიყვა "მანჩესტერ სიტიმაც". ნორვიჩის "კეროუ როუდზე" გამართული შეხვედრის მთავარი მოვლენა კარლოს ტევესის ჰეთ თრიკი გახდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ რობერტო მანჩინიმ მაინც ის თქვა, კარლოსის მანჩესტერულ მომავალში დარწმუნებული არ ვარო. როგორც ჩანს, "ქალაქელები" მათ ბანაკში სიმშვიდის ორი მთავარი დამრღვევის, ტევესისა და ბალოტელის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობენ.
"ვიმეორებ, საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. განსხვავება პირველ ადგილთან, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტს შინ ვეთამაშებით, 5 ქულაა და არა 2, როგორც ეს ვიღაცებს სურთ, რომ წარმოიდგინონ. როცა ისეთ ფანტასტიკურ გუნდს მივდევთ კვალში, როგორიც "იუნაიტედია", ამ სხვაობის აღმოფხვრა წარმოუდგენელია.
"ნორვიჩთან" ფანტასტიკურად ვითამაშეთ. მიუხედავად ანგარიშისა, მეტოქე კარგ ფორმაშია. ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე უნდა დავასრულოთ. ჩემი გუნდი ახლა მართლა კარგად თამაშობს და ეს მნიშვნელოვანია. ასევე უნდა განვაგრძოთ გოლების გატანა და თამაშების მოგება.
როგორ გადაწყდება ტევესის ბედი ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით. ეს გარკვეულ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. ამ თემაზე ფიქრს ჯობია, კონცენტრაცია დარჩენილი შეხვედრებისკენ მივმართოთ. კარლოსის ბედს კი სეზონის დასრულების შემდეგ მასთან ერთად განვიხილავთ," - განუცხადა იტალიელმა "სქაი სპორტს".
XXX ტური
ნორვიჩი-მანჩესტერ სიტი 1:6 (იხილეთ ვიდეო)
ნორვიჩი (4-4-2): რუდი - რ. მარტინი, რ. ბენეტი, ე. უორდი, დრური - ე. ბენეტი, ჰაუსონი, ბ. ჯონსონი (46. ჰულაჰანი), პიკლინგტონი (46. სერმანი) - ჰოლტი, უილბრეჰემი (68. მორისონი)
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კლიში - ნასრი (63. ი. ტურე), დე იონგი, ბერი, დ. სილვა (76. ა. ჯონსონი) - აგუერო, ტევესი (81. მ. რიჩარდსი)
გოლები: 0:1 ტევესი (18), 0:2 აგუერო (27), 1:2 სერმანი (51), 1:3 ტევესი (73), 1:4 აგუერო (75), 1:5 ტევესი (80), 1:6 ა. ჯონსონი (90+3)
გაფრთხილება: რ. ბენეტი - ტევესი, ნასრი
კარში დარტყმა: 9-16(5-13), კუთხური: 3-5, ჯარიმა: 10-5, თამაშგარე: 0:4 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 812
სანდერლენდი-ვულვერჰემპტონი 0:0
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ბერდსლი, ტერნერი, კილგალონი, რიჩარდსონი - ლარსონი, კ. გარდნერი (78. ფ. კემპბელი), კოლბეკი, მაკლინი - ბენდტნერი, სესინიონი
ვულვერჰემპტონი (4-3-2-1): ჰენესი - ფორდე (61. ჯარვისი), სტირმანი, ბერა, ს. უორდი - დ. დევისი, ჰენრი, ებანს-ბლეიკი - კაიტლი (დ. ედვარდსი), ფოლი (82. ზუბარი) - ს. ფლეტჩერი
გაფრთხილება: - სტირმანი
კარში დარტყმა: 14-8(4-4), კუთხური: 8-4, ჯარიმა: 4-13, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 37 476
სუონსი-ბლექბერნი 3:0
სუონსი (4-4-2): ვორმი - რანხელი (89. მონკი), უილიამსი, კოლკერი, ნ. ტეილორი - სინკლერი, ბრიტონი (70. გოუერი), ალენი, ნ. დაიერი - სიგურდსონი, გრემი (85. ლიტა)
ბლექბერნი (4-4-2): პ. რობინსონი - ორი, ს. დანი, ჰენლი (46. ფორმიკა), მარკუს ოლსონი - პედერსენი, დ. დანი, ნზონზი, ლოუი - ჰოილეტი (55. მოდესტე), იაკუბუ (61. გუდვილი)
გოლები: 1:0 სიგურდსონი (37), 2:0 ნ. დაიერი (43), 3:0 ს. დანი (63-ს.კ-ში)
გაფრთხილება: - ჰოილეტი, ფორმიკა
კარში დარტყმა: 15-8(8-4), კუთხური: 7-3, ჯარიმა: 8-14, თამაშგარე: 2:0 ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 18 985
ვესტ ბრომვიჩი-ქუინზ პარკი 1:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ბ. ჯონსი, კ. დოუსონი, მაკოლი, რიჯუელი - ბრანტი, მულუმბუ, დორანსი (70. ენდრიუსი), ჯ. ტომასი (81. შარნერი) - ფორჩუნი (59. ლონგი), ოდემვინგე
ქუინზ პარკი (4-3-2-1): კენი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი, ტაივო (77. ტრაორე) - დერი (57. რაიტ-ფილიპსი), დიაკიტე, ბარტონი - მაკი, ტაარაბტი (75. ჰელგუსონი) - ზამორა
გოლ: 1:0 დორანსი (22)
გაფრთხილება: მულუმბუ, რიჯუელი, დორანსი - დიაკიტე
კარში დარტყმა: 11-10(7-1), კუთხური: 6-8, ჯარიმა: 13-10, თამაშგარე: 3:4 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 25 521
მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა 4:0 (იხილეთ ვიდეო)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ევანსი, რ. ფერდინანდი, ევრა - ვალენსიაკერიკი, ე. იანგი (61. ნანი), სქოულზი (78. კლევერლი) - რუნი (74. ბერბატოვი), უელბეკი
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი, ჯ. კოლინსი, ბეიკერი, ლიშაი - გ. გარდნერი, კლარკი (64. ჰესკი), ბენანი, აირლანდი (74. კარუტერსი) - ვაიმანი (83. ნ’ზოგბია), აგბონლაჰორი
გოლები: 1:0 რუნი (7-პენ), 2:0 უელბეკი (43), 3:0 რუნი (74), 4:0 ნანი (90+3)
გაფრთხილება: კერიკი, სქოულზი, ნანი - გ. გარდნერი, ჰატონი, ბენანი
კარში დარტყმა: 16-8(9-3), კუთხური: 11-4, ჯარიმა: 8-7, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 75 138
ტურის დარჩენილი მატჩები:
1 მაისი - ლივერპული-ფულჰემი, სტოკ სიტი-ევერტონი.
2 მაისი - ჩელსი-ნიუკასლი, ბოლტონი-ტოტენჰემი
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 34 26 4 4 82-28 82
2. სიტი 34 24 5 5 85-27 77
3. არსენალი 33 20 4 9 66-41 64
4. ტოტენჰემი 33 17 8 8 57-38 59
5. ნიუკასლი 33 17 8 8 50-42 59
6. ჩელსი 33 16 9 8 56-38 57
7. ევერტონი 33 13 8 12 38-34 47
8. ლივერპული 33 12 10 11 40-36 46
9. სანდერლენდი 34 11 10 13 42-41 43
10. ფულჰემი 33 11 10 12 43-43 43
11. ნორვიჩი 34 11 10 13 47-58 43
12. სუონსი 34 11 9 14 38-44 42
13. ვესტ ბრომვიჩი 34 12 6 16 40-47 42
14. სტოკ სიტი 33 11 9 13 32-45 42
15. ასტონ ვილა 33 7 14 12 35-48 35
16. ქუინზ პარკი 34 8 7 19 38-57 31
17. უიგანი 33 7 10 16 31-57 31
18. ბოლტონი 32 9 2 21 36-65 29
19. ბლექბერნი 34 7 7 20 45-73 28
20. ვულვზი 34 5 8 21 34-73 23
ბომბარდირები
27 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 24 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"