ფაბრის მუამბა საავადმყოფოდან გამოწერეს

AutoSharing Option
"ბოლტონის" ფეხბურთელი ფაბრის მუამბა, რომელმაც "ტოტენჰემთან" ინგლისის თასის შეხვედრაში კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, საავადმყოფოდან გამოწერეს.

საავადმყოფოში ფეხბურთელს კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს, რომელიც მისი გულის მუშაობას ხელს შეუწყობს.

24 წლის მუამბა ვარჯიშს მაისში განაახლებს და პროფესიონალურ კარიერას მომავალშიც გააგრძელებს.

"ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს საავადმყოფოს დატოვება შემიძლია. საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს მადლობას ვუხდი იმისათვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. მათ წინაშე მუდამ ვალში ვიქნები", - განაცხადა მუამბამ.

"ბოლტონისა" და "ტოტენჰემის" მატჩი ინგლისის თასზე 18 მარტს გაიმართა. შეხვედრის 43-ე წუთზე მუამბა უეცრად მოედანზე დაეცა, რაც გულის გაჩერებამ
გამოიწვია. ფეხბურთელის გულისცემის აღდგენა მხოლოდ 73 წუთის შემდეგ შეძლეს.

მუამბას მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდნენ. ფეხბურთელი სამი დღის განმავლობაში უგონოდ იმყოფებოდა, თუმცა კომიდან გამოსვლის შემდეგ მისი მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული