სია ახალი მწვრთნელისთვის

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ჟურნალისტმა სემ მოკბელმა "ჩელსიზე" და მისი მესაკუთრის სატრანსფერო გეგმებზე საკმაოდ საინტერესო ანალიზი გააკეთა, რომელსაც მკითხველს ქვემოთ მცირედი შემოკლებით ვთავაზობთ.

რომან აბრამოვიჩმა იმ ვარსკვლავების სია გაამზადა, რომლებსაც ზაფხულში გუნდის გაძლიერება შეუძლიათ და რომლებზეც არჩევანის გაკეთება საბოლოოდ ახალ მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.

რუსი მილიარდერის აზრით, გუნდს გაძლიერება 4 პოზიციაზე სჭირდება - ცენტრალური თავდამსხმელის, ცენტრალური და განაპირა მცველებისა და შემტევი ნახევარმცველის. სწორედ ამ პოზიციის მოთამაშეები არიან სიაში. სულ ახალი გუნდის შესაქმნელად 247 მილიონი გირვანქა გამოიყოფა.

აბრამოვიჩმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ
დაავალა კლუბის სკაუტებს შესაბამის ფეხბურთელებზე დაწვრილებითი ინფორმაციის შეგროვება.

"ლურჯების" დამრიგებელს სწორედ მათგან მოუწევს არჩევანის გაკეთება. ერთ-ერთი, ვინც სიაში ნამდვილად არის, ტოტენჰემელი ლუკა მოდრიჩია.

მართალია, ჯერ არ გარკვეულა, ვინ იქნება "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში, მაგრამ ეს კლუბის მფლობელს სულაც არ უშლის ხელს სამომავლო ტრანსფერებთან დაკავშირებით გეგმები დააწყოს. ის, რომ გუნდის შემადგენლობის გადახალისება იგეგმებოდა, ჯერ კიდევ შარშანდელი დეკემბრის შემდეგ იყო ცნობილი, რაზეც "სპოტსმეილი" თავის დროზეც წერდა.

ანდრე ვილაშ ბოაშს საბოლოოდ მსგავსი სია ხელთ საზაფხულო ტრანსფერებამდე უნდა ჰქონოდა. ანდრე წავიდა, მაგრამ საქმე არ შეჩერებულა.

"ლურჯები" მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოსთვის ბრძოლაში ჩაბმას გეგმავენ.

ამას გარდა, მიზანში ჰყავთ "ნაპოლის" შემტევი ნახევარმცველი ესეკილ ლავესი და "აიაქსის" ცენტრალური მცველი იან ფერტონგენი, ვინც დავიდ ლუისის შემცვლელად განიხილება. ბრაზილიელის შეძენა, თავის მხრივ, "ბარსელონამ" განიზრახა.

"ჩელსიმ" უკვე გამართა მოლაპარაკებები "პორტუსთან" ჰალკის ტრანსფერზე, შეხვდა "რეალის" წარმომადგენლებს გონსალო იგუაინის თაობაზე. ახალი ფეხბურთელების მოსვლასთან ერთად, "ჩელსის" ძველებთანაც მოუწევს დამშვიდობება.

მაგალითად - დიდიე დროგბასთან, სალომონ კალუსა და ფლორან მალუდასთან. ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტს ვადა გასდის. ისინი "ჩელსის" აუცილებლად დატოვებენ. "სპოტსმეილის" ცნობით, დენიელ სტარიჯსაც არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა "ჩელსიში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული