ყოფილი ჩხუბისთავი

AutoSharing Option
"ქუინზ პარკის" 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჯოი ბარტონი წლების წინ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მიიჩნეოდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "მოინდომა" ძალიან და მისგან დიდი ფეხბურთელი არ დადგა.

"გარდიანთან" ინტერვიუში ის გულწრფელად ლაპარაკობს თავის წარსულზე, ალკოჰოლით გაჟღენთილ წლებსა და იმ პრობლემებზე, რაც მას პოპულარობამ მოუტანა.

- პოპულარობა ჩემთან ძალიან სწრაფად მოვიდა. თუკი ერთ დღეს კვირაში 300 დოლარს ვიღებდი, მეორე დღეს უცბად 40-ათასიანი აუდიტორიის წინაშე აღმოვჩნდი. ხალხის შეკრების ადგილებში ყველგან მცნობდნენ, რაც ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებდა.

ეს ძალიან მძიმე ასატანი იყო. სიმშვიდეს კი
ალკოჰოლში ვეძებდი. ვთვრებოდი და ჩემი ყველა პრობლემა მეორე პლანზე გადადიოდა. მართლა მომწონდა ეს მდგომარეობა, რადგან თავს მსუბუქად ვგრძნობდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დროს ისეთ სიგიჟეებს ჩავდიოდი, რომ შემდეგ საკუთარი თავისა მრცხვენოდა. ზეწოლა კი ჩემზე უფრო და უფრო იზრდებოდა. ჩემი ცხოვრება, გარკვეულწილად, ჩაკეტილ წრეს დაემსგავსა, საიდანაც დასხლტომა ძალიან მიჭირდა.

რატომ შევქმენი ჩემი ექაუნთი სოციალურ ქსელში? თავიდან მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. მეშინოდა, რომ რამე ზედმეტს წამოვროშავდი, მაგრამ მერე უცბად გადავწყვიტე, დამენგრია ჟურნალისტების მიერ ჩემზე შექმნილი სტერეოტიპი, რომ მუდმივად მთვრალი ნეანდერტალელივით ვიქცეოდი. პრინციპში, მე თვითონ ვაძლევდი მათ ამ ლეგენდის შექმნის საფუძველს, მაგრამ რეალურად მე ასეთი არ ვარ.

ჩემი მიკრობლოგი მომცემს საშუალებას, რომ საკუთარი ბრენდი შევქმნა. ასე ვთქვათ, ის ჩემს "სოციალურ სინდისად" ვაქციო. მალე მე ჩემი პირადი ვებგვერდის შექმნაც მინდა. ვაპირებ, რომ ის თავად ვმართო. მინდა შთამომავლობას დადებითი კუთხით დავახსომო თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული