მართალია, ფეხბურთელს "არწივებთან" ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ლონდონური კლუბისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. რომან აბრამოვიჩი მზადაა, თუკი ამას გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელი საჭიროდ მიიჩნევს, ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბენფიკას" 15-იდან 20 მილიონამდე გადაუხადოს.
რაკი ლაპარაკი "ჩელსიზე" ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ "ლურჯების" მიერ ლიგა 1-ის "დიჟონში" იჯარით გაშვებულმა გაელ კაკუტამ, რომლის "ლანსიდან" 2009 წელს გადაბირების დროსაც კლუბმა ფიფას სატრანსფერო წესები დაარღვია და ამის გამო სოლიდურადაც დაჯარიმდა, სურვილი
"აღარ მინდა კიდევ ერთი სეზონის იჯარით გატარება, მიუხედავად იმისა, რომ "დიჟონში" მე რეგულარულად ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ აქ ყველა მენდობა," - აცხადებს კაკუტა. 20 წლის მარცხენა ნახევარმცველს სამშობლოში მართლაც კარგი სეზონი გამოუვიდა. ყველა ტურნირზე ერთად მან 21 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"