"ასტონ ვილამ" გაბრიელ აგბონლაჰორის ფასი დაადო

AutoSharing Option
"დეილი მირორის" ცნობით, "ასტონ ვილამ" გაბრიელ აგბონლაჰორის სატრანსფერო ფასი დაადგინა. 25 წლის თავდამსხმელში მსურველებს 12 მილიონი ფუნტის (14,65 მლნ ევრო) გადახდა მოუწევთ.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვწერდით, რომ მისი შეძენა "სანდერლენდის" მთავარ მწვრთნელ მარტინ ო’ნილს სურდა. "შავ კატებს" ასამოა გიანისა (ცოცხალი თავით არ სურს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან სათამაშოდ ევროპაში დაბრუნება) და სტილიან პეტროვის (ბულგარელი, მოგეხსენებათ, ავადაა) გარდა ნიკლას ბენდტნერის დაკარგვის საფრთხეც ემუქრებათ, ვინც კონტრაქტით "არსენალს" ეკუთვნის და რამდენად მოხერხდება "მეთოფეებთან" მის ტრანსფერზე მორიგება ეშმაკმა უწყის.

ო’ნილი და აგბონლაჰორი "ასტონ
ვილაში" 4 წლის განმავლობაში (2006/10 წლები) მუშაობდნენ ერთად და ბუნებრივია, მწვრთნელმა ფეხბურთელის ავკარგი სხვებზე უკეთ იცის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული