ინგლისი. პრემიერლიგა. XXXV ტური: "მანჩესტერ იუნაიტედის" შიდა საქმე

AutoSharing Option
ვიდეო
რა დონის პროფესიონალიც უნდა იყო, როგორ გინდა, არ იფიქრო ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩზე; მით უფრო, როცა პირველი რაუნდი მოგებული გაქვს და ფინალსა და მერე ისტორიული ტრიუმფის შანსს სულ ცოტა გაშორებს.

"ჩელსის" თითოეულ ფეხბურთელს გონება, ალბათ, ხვალინდელი მატჩისკენ ჰქონდა, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს "ემირიტსზე" ქულის აღება.

რობერტო დი მატეომ ძირითადის ბევრ ფეხბურთელს მისცა დასვენების შანსი. დუბლიორებმა კი ღირსეულად შეძლეს მათი შეცვლა.

"არსენალთან" გასვლაზე ფრე მშვენიერი შედეგია, მაგრამ ცუდია ის, რომ საოცნებო მე-4 ადგილთან სხვაობა გაიზარ
და. "ტოტენჰემის" კიდევ ერთი წაგებით "ნიუკასლმა" ისარგებლა და მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტად მოგვევლინა. შაბათის მთავარი მოვლენებიდან სწორედ ამათი გამოყოფა შეიძლება.

ნახევარფინალის წინ
"ემირიტსზე" დიდი სანახაობა გაიმართა-მეთქი, რომ გითხრათ, არ ვიქნები მართალი. პირველი ხიფათი მე-15 წუთზე შეიქმნა, როცა ტეო უოლკოტის ჩაწოდებული საჯარიმო რობინ ვან პერსის მიუვიდა. ჰოლანდიელმა ბურთს ფეხი მოუხერხებლად "მოუცაცუნა" და მხოლოდ შტანგას გაარტყა. "ჩელსიმ" 28-ე წუთზე უპასუხა.

"არსენალის" დაცვამ საშინელი შეცდომა დაუშვა. სალომონ კალუ და ფერნანდო ტორესი ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ დარჩნენ. ივუარელმა ესპანელი თანაგუნდელისთვის სცადა გადაწოდება, მაგრამ ლორან კოშელნიმ ჩაჭრა და ბურთი კუთხურზე გადააგდო.

ტაიმის ბოლოს "არსენალს" მართებდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ჯერ კოშელნის თავური მოხვდა ხარიხას, მერე ალექს სონგის ბრწყინვალე პასი ვერ გამოიყენა ვან პერსიმ. მან ახლო მანძილიდან დაარტყა ძალიან ძლიერად, მაგრამ პეტრ ჩეხი ბურთს ადგილზე დახვდა.

მეორე ტაიმში სანახაობა ბევრად უფრო ცუდი, მწირი იყო. 82-ე წუთზე ვან პერსის ჯონ ტერის შეცდომით უნდა ესარგებლა, მაგრამ 7-8 მეტრიდან დარტყმული ფეხზე აეჭრა და კარს დიდი მანძილით ააცილა. ამის მერე გუნდებმა თითო მომენტი კიდევ გაცვალეს და ნულოვან ფრეზე ხელი მოაწერეს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "ჩელსის" თავკაცმა სამივე შეცვლა გამოიცნო. ეშლი კოულმა, ჯონ ობი მიკელმა და ხუან მატამ მეორე ტაიმში მასპინძლებს კომბინაციური თამაშის საშუალება არ მისცეს.

გაუფერულებული ტოტენჰემი
ბოლო ტურებში "ტოტენჰემი" სულ უფრო ნაკლებად ჰგავს გუნდს, რომელიც იანვრის ბოლომდე სერიოზულად აცხადებდა პრეტენზიას, მანჩესტერულ გრანდებთან ერთად ჩემპიონის ტიტულისთვის ებრძოლა. "დეზებმა" არათუ მესამე ადგილი, "ქუინზ პარკთან" მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ბოლო ადგილიც დაკარგეს. ერთადერთი გოლი ბრედ ფრიდელის კარში "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა ადელ ტაარაბტმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

ამერიკელმა ვეტერანმა მეკარემ რეაგირება აშკარად დააგვიანა. 22 წლის მაროკოელი ჩრდილოლონდონელებმა 16 წლისა წამოიყვანეს "ლანსიდან", მაგრამ შეიძლება რაღაც წილად ასაკის და რაღაც წილად მწვრთნელთა მხრიდან უნდობლობის გამო მან თავი ვერაფრით გამოიჩინა. ადელი 2009 წლიდან "ქუინზ პარკშია" და ნელ-ნელა ყალიბდება მაღალი კლასის ნახევარმცველად.

ფავორიტად შერაცხულმა სტუმრებმა, როგორც ჩანს, ვერ შეძლეს ასოციაციის თასის 1/2-ფინალში "ჩელსისგან" მიღებული შოკის (1:5) დავიწყება. ჰარი რედნაპის გუნდი თავისი თავის მხოლოდ აჩრდილს ჰგავდა. მან მას მერეც კი ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება, როცა მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ.

საგზურის ფავორიტი
"ნიუკასლს" ბედმა გაუღიმა. როგორც ზემოთ წაიკითხავდით, "კაჭკაჭების" კონკურენტებმა თავიანთი შეხვედრები ვერ მოიგეს, რისი წყალობითაც ჩრდილოინგლისელები მეოთხე ადგილზე გადავიდნენ. ალან პარდიუს გუნდმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო და აქედან მეოთხე მშრალად. გაიბრწყინა იოან კაბაიმ, ვის ანგარიშზეც დუბლი და საგოლე გადაცემაა. ფრანგის პასი პაპის დემბა სისემ გამოიყენა.

ცალი ფეხით არ გამოდის
კვირა დღის პირველ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონს" უმასპინძლა. თამაში მოულოდნელად დაიწყო. სტუმრებმა "ეშმაკები" დებიუტშივე შოკში ჩააგდეს.

მე-5 წუთზე მათ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. ნიკიცა იელავიჩს დააკლდა ცოტა მეკარესთან პირისპირ გასასვლელად. მას დაცვამაც შეუშალა ხელი და დავიდ დე ხეამ უპრობლემოდ აიღო. მალე ლეონ ოსმანს შეეძლო დაბალი დარტყმით შორეულ კუთხეში გატანა, მაგრამ მცირედით ააცილა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პიენაარი-გიბსონი-ჰიბერტი-იელავიჩის კომბინაცია ხორვატის თავურით დასრულდა - 0:1.

"ეშმაკებმა" დიდი ზეწოლის შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ნანის პასით უეინ რუნიმ "იუნაიტედის" მაისურით 179-ე გოლი შეაგდო (რითაც ჯორჯ ბესტის შედეგი გაიმეორა). მეორე ტაიმის დასაწყისში ალექს ფერგიუსონის გუნდმა მეტოქე თითქოს საბოლოოდ გატეხა წელში.

57-ე წუთზე ნანის გადაცემის შემდეგ დენი უელბეკმა ულამაზესი ბურთი შეაგდო. მალე დენიმ პორტუგალიელს "მადლი დაუბრუნა" და ტიმ ჰოვარდთან პირისპირ დატოვა - 3:1. ფელაინის "შემთხვევით" გოლს რუნიმ ორ წუთში უპასუხა. მატჩის ბოლო 10 წუთში "ეშმაკები" წარმოუდგენლად მოშვებულები გამოიყურებოდნენ, რითაც ჯერ იელავიჩმა ისარგებლა, ბოლოს კი სტივენ პიენაარის დარტყმამ მიაღწია მიზანს.

იოლი ლუკმა
ტურის ბოლო 2 თამაში "მოლინიუსა" და "ენფილდზე" ერთდროულად დაიწყო. ჯერ "სიტის" შეხვედრაზე ვთქვათ. "ქალაქელების" მეტოქეებმა 99 პროცენტით ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე იცოდნენ, რომ მომდევნო სეზონს ქვედა ლიგაში გაატარებდნენ და ბუნებრივია, ეს მათ საბრძოლო განწყობაზე მოქმედებდა.

პირველი სახიფათო მომენტი მაინც მათ შექმნეს, მაგრამ დევიდ დევისის ბრწყინვალე დარტყმა ჯო ჰარტმა კიდევ უფრო ლამაზ ნახტომში მოიგერია. მე-15 წუთზე საბალეტა-დავიდ სილვა-საბალეტა-ნასრის კომბინაციას სანტიმეტრები დააკლდა.

ამის შემდეგ ტემპერატურა გამონაკლისის გარეშე მხოლოდ მასპინძელთა კართან მატულობდა. სერხიო აგუერომ და კარლოს ტევესმა კარგი შანსები გაანიავეს. 27-ე წუთზე გაელ კლიშის პასის წყალობით აგუერო მეკარესთან პირისპირ დარჩა - 0:1.

ამის მერე თამაში დაწყნარდა და თანაც იმდენად, რომ 74-ე წუთამდე რაც ხდებოდა, გასახსენებლადაც კი არ ღირს. ამ დროს კი კლიშიმ და ტევესმა ნასრი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვეს. არც ფრანგს აკანკალებია ფეხი - 0:2. საფინალო სასტვენამდე "სიტის" კიდევ ორჯერ შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მაგრამ მონდომებას შედეგი არ გამოუღია.

უსაშველო ლივერპული
"ლივერპულის" მატჩზე კი რისი თქმა შეიძლება? კენი დალგლიშის გუნდი მთელ თამაშს აკონტროლებდა, მომენტებს ხშირად ქმნიდა, მაგრამ ბენ ფოსტერს ვერაფერი მოუხერხა. სტუმრებმა მეტოქის ელემენტარული შეცდომით ისარგებლეს - გლენ ჯონსონის პასი ხოსე ენრიკეს მისამართით იუსუფ მულუმბუმ ჩაჭრა და პიტერ ოდენვინგე მშვენიერ პოზიციაში დატოვა. ნიგერიელმა ხოსე რეინას ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა.

პრემიერლიგა. XXXV ტური
არსენალი-ჩელსი 0:0
არსენალი (4-3-3): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი - როსიცკი (64. დიაბი), სონგი, რემსი - უოლკოტი (61. ჟერვინიო), ვან პერსი, ოქსლეიდ ჩემბერლენი (69. ა. სანტოსი)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, გ. კეჰილი, ტერი, ბერტრანდი (77. ე. კოული) - რომეუ (66. მიკელი), ესიენი, მალუდა - სტარიჯი, ტორესი, კალუ (74. მატა)
გაფრთხილება: როსიცკი, ვან პერსი, დიაბი - მალუდა, გ. კეჰილი, ბოსინგვა, ე. კოული
კარში დარტყმა: 10-7(6-3), კუთხური: 7-7, ჯარიმა: 12-12, თამაშგარე: 5:3 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 60 111

ასტონ ვილა-სანდერლენდი 0:0
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - კუელიარი, კოლინსი (43. ჰატონი), ბეიკერი, ლიშაი - ოლბრაიტონი, ჰერდი, აირლანდი, ნ’ზოგბია (83. ბენანი) - აგბონლაჰორი (48. ჰესკი), ვაიმანი
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ო’ში, ტერნერი, კილგალონი, ბერდსლი - ლარსონი, კ. გარდნერი, კოლბეკი, მაკლინი - სესინიონი, ბენდტნერი (80. კემპბელი)
გაფრთხილება: - კ. გარდნერი, ბენდტნერი
გაძევება: კ. გარდნერი (90+1)
კარში დარტყმა: 9-9(4-2), კუთხური: 8-5, ჯარიმა: 11-10, თამაშგარე: 2:1 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 32 557

ბლექბერნი-ნორვიჩი 2:0
ბლექბერნი (4-4-1-1): რობინსონი - ორი, ჟივე, მარკუს ოლსონი - ფორმიკა, დ. დანი (62. მარტინ ოლსონი), ლოუი, პედერსენი - ჰოილეტი (83. პეტროვიჩი) - იაკუბუ (76. მოდესტე)
ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი - რ. მარტინი, რ. ბენეტი, ე. უორდი, დრური - ე. ბენეტი, ჰოუსონი, სერმანი, ჰულაჰანი (59. პიკლინგტონი) - ჯ. ვონი (59. მორისონი) - ჰოლტი (66. უილბრეჰემი)
გოლები: 1:0 ფორმიკა (41), 2:0 ჰოილეტი (49)
გაფრთხილება: დ. დანი - ჰოუსონი
კარში დარტყმა: 6-10(4-3), კუთხური: 9-7, ჯარიმა: 9-12, თამაშგარე: 3:1 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 23 218

ბოლტონი-სუონსი 1:1
ბოლტონი (4-4-1-1): ბოგდანი - სტეინსონი, რეიმი, უიტერი, რიკეტსი - იგლსი, მ. დევისი (90+3 ველა), მიიაჩი (65. ნ’გოგი), რეო-კოკერი - მ. პეტროვი - კ. დევისი (80. კლასნიჩი)
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანხელი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი - სიგურდსონი, ბრიტონი, ალენი - ნ. დაიერი (29. მური), გრემი (79. ლიტა), სინკლერი
გოლები: 0:1 სინკლერი (6), 1:1 იგლსი (14)
გაფრთხილება: მ. დევისი, სტეინსონი - უილიამსი
კარში დარტყმა: 6-14(4-6), კუთხური: 8-10, ჯარიმა: 16-8, თამაშგარე: 2:5 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 25 401

ფულჰემი-უიგანი 2:1
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი, ჰიუზი, სენდეროსი, ჰანგელანდი, ჯ. რიისე - მ. დიარა, დ. მერფი (82. ფრეი), დაფი, დემბელე - დემპსი - პოგრებნიაკი
უიგანი (4-4-2): ალ-ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოსეჟური, მაკარტი (76. უოტსონი), ხ. გომესი (56. მელონი) - დი სანტო (34. სემონი), მოზესი
გოლები: 0:1 ბოისი (57), 1:1 პოგრებნიაკი (58), 2:1 სენდეროსი (89)
გაფრთხილება: ფრეი - კოლდუელი, ბოისი
კარში დარტყმა: 16-9(9-5), კუთხური: 4-0, ჯარიმა: 12-14, თამაშგარე: 2:1 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 25 689

ნიუკასლი-სტოკ სიტი 3:0
ნიუკასლი (4-3-3): კრული - სიმპსონი (82. გოსლინგი), კოლოჩინი, სანტონი - ბენ არფა, კაბაი (61. პერჩი), ტიოტე - ხონასი, ბა, პ. სისე (69. ამეობი)
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი, შოუკროსი, ჰუთი, მ. უილსონი - უილკინსონი (32. უაიტჰედი), პალასიოსი (55. ჯერომი), უელანი, ეთერინგტონი - უოლტერსი, კრაუჩი
გოლები: 1:0 კაბაი (14), 2:0 პ. სისე (18), 3:0 კაბაი (57)
გაფრთხილება: - პალასიოსი, შოუკროსი
კარში დარტყმა: 14-5(10-0), კუთხური: 4-5, ჯარიმა: 9-10, თამაშგარე: 2:2 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 52 162

ქუინზ პარკი-ტოტენჰემი 1:0
ქუინზ პარკი (4-5-1): კენი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი, ტაივო - მაკი, ბარტონი, დერი, დიაკიტე (70. ბუჟაკი), ტაარაბტი - ზამორა
ტოტენჰემი (4-5-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი, კინგი, ასუ-ეკოტო (66. როუზი) - ვან დერ ვაარტი, სანდრო (46. ლენონი), პარკერი (83. დოს სანტოსი), მოდრიჩი, ბეილი - დეფო
გოლები: 1:0 ტაარაბტი (24)
გაფრთხილება: ზამორა, ტაარაბტი, ონუოჰა, ჰილი -
გაძევება: ტაარაბტი (78) -
კარში დარტყმა: 10-14(3-7), კუთხური: 4-13, ჯარიმა: 12-11, თამაშგარე: 2:1 ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 18 021

მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი 4:4 (იხილეთ ვიდეო)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, რ. ფერდინანდი, ევანსი, რაფაელი - ნანი, კერიკი, სქოულზი (86. ფ. ჯონსი), ვალენსია (89. ერნანდესი) - უელბეკი, რუნი
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, ჟაგიელკა, დისტენი (83. ტ. კეჰილი) - ოსმანი (63. მაკფადენი), გიბსონი, ფელაინი, ნევილი, პიენაარი - იელავიჩი
გოლები: 0:1 იელავიჩი (34), 1:1 რუნი (41), 2:1 უელბეკი (57), 3:1 ნანი (61), 3:2 ფელაინი (67), 4:2 რუნი (69), 4:3 იელავიჩი (83), 4:4 პიენაარი (85)
გაფრთხილება: ევრა - დისტენი, ნევილი
კარში დარტყმა: 13-3(8-1), კუთხური: 4-4, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 75 522

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 0:1
ლივერპული (4-4-2): რეინა - ხოსე ენრიკე, აგერი, შკრტელი, გ. ჯონსონი - როდრიგესი (74. დაუნინგი), სპირინგი (83. შელვი), ჰენდერსონი, კუიტი (68. ბელამი) - კეროლი, სუარესი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი - ბრანტი, მულუმბუ, დორანსი (86. კოქსი), ჯ. ტომასი (69. ენდრიუსი) - ოდემვინგე (83. შარნერი), ლონგი
გოლები: 0:1 ოდემვინგე (75)
გაფრთხილება: აგერი, შელვი -
კარში დარტყმა: 23-7(11-3), კუთხური: 15-3, ჯარიმა: 11-9, თამაშგარე: 2:3 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 43 660

ვულვზი-მანჩესტერ სიტი 0:2
ვულვზი (4-4-2): დე ვრისი - ს. უორდი, ბასონგი (75. ბერა), სტირმენი, ფოლი - ჯარვისი, დ. დევისი, ჰენრი, კაიტლი - დ. ედვარდსი (61. დოილი), ს. ფლეტჩერი (77. ებანს-ბლეიკი)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ლესკოტი, კომპანი, კლიში - დ. ი. ტურე, ბერი - დ. სილვა (59. დე იონგი), ნასრი (85. კ. ტურე), ტევესი (75. ე. ჯონსონი) - აგუერო
გოლები: 0:1 აგუერო (27), 0:2 ნასრი (74)
გაფრთხილება: - ი. ტურე
კარში დარტყმა: 5-13(3-5), კუთხური: 7-4, ჯარიმა: 6-12, თამაშგარე: 2:4 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 24 576

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 35 26 5 4 86-32 83
2. სიტი 35 25 5 5 87-27 80
3. არსენალი 35 20 5 10 67-43 65
4. ნიუკასლი 34 18 8 8 53-42 62
5. ტოტენჰემი 34 17 8 9 57-39 59
6. ჩელსი 34 16 10 8 56-38 58
7. ევერტონი 34 13 9 12 42-38 48
8. ლივერპული 34 12 10 12 40-37 46
9. ფულჰემი 34 12 10 12 45-44 46
10. ვესტ ბრომვიჩი 35 13 6 16 41-47 45
11. სანდერლენდი 35 11 11 13 42-41 44
12. სუონსი 35 11 10 14 39-45 43
13. ნორვიჩი 35 11 10 14 47-60 43
14. სტოკ სიტი 34 11 9 14 32-48 42
15. ასტონ ვილა 34 7 15 12 35-48 36
16. ქუინზ პარკი 35 9 7 19 39-57 34
17. უიგანი 35 8 10 17 34-60 34
18. ბლექბერნი 35 8 7 20 47-73 31
19. ბოლტონი 33 9 3 21 37-66 30
20. ვულვზი 35 5 8 22 34-75 23

ბომბარდირები

27 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)

გამოტოვებული თამაში:
24 აპრილი: ასტონ ვილა-ბოლტონი

მომდევნო ტური:
28 აპრილი: ევერტონი-ფულჰემი, სტოკი-არსენალი, სანდერლენდი-ბოლტონი, სუონსი-ვულვზი, ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა, უიგანი-ნიუკასლი, ნორვიჩი-ლივერპული
29 აპრილი: ჩელსი-ქუინზ პარკი, ტოტენჰემი-ბლექბერნი
30 აპრილი: მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული