რობინ ვან პერსი: ვერ ვიჯერებ, რომ საუკეთესოდ მაღიარეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, რომელიც ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, განაცხადა, რომ იყო იმის ალბათობა, 8 წლის წინ "მეთოფეთა" რიგებში სულ არ გადასულიყო.

"ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჯილდო მოვიგე. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნების განხორციელებას ნიშნავს.

8 წლის წინ ჰოლანდიიდან ინგლისში გადავედი. არადა, მანამდე რუუდ გულიტმა პირადად დამირეკა და დარჩენა მთხოვა, რადგან ის მაშინ "ფეიენოორდის" ახალი მწვრთნელი გახდა.

ინგლისში წასვლა ვამჯობინე და საბედნიეროდ, "არსენალში" აღმოვჩნდი, სადაც ჩემი ოცნებების განხორციელებას ვახერხებ", - თქვა ვან პერსიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული