"ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჯილდო მოვიგე. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნების განხორციელებას ნიშნავს.
8 წლის წინ ჰოლანდიიდან ინგლისში გადავედი. არადა, მანამდე რუუდ გულიტმა პირადად დამირეკა და დარჩენა მთხოვა, რადგან ის მაშინ "ფეიენოორდის" ახალი მწვრთნელი გახდა.
ინგლისში წასვლა ვამჯობინე და საბედნიეროდ, "არსენალში" აღმოვჩნდი, სადაც ჩემი ოცნებების განხორციელებას ვახერხებ", - თქვა ვან პერსიმ.