შეიძლებოდა ვიღაცას ეს დასკვნა ეჭვქვეშ დაეყენებინა, მაგრამ ჩვენი მხრიდან წინადადების ბოლოს კითხვის ნიშნის დასმა ალოგიკურად მოგვეჩვენა. "მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. სხვაობა 3 ქულა "ეშმაკების" სასარგებლოდ.
მასპინძლებმა იციან, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავლენ და თუკი ძალიან მოინდომებენ, ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ხელის გაწვდენაღა ექნებათ დარჩენილი. დავუშვათ, რობერტო მანჩინის გუნდმა მოიგო. მას მერე "სენტ ჯეიმს პარკზე" უწევს რთული გასვლითი დაპირისპირება.
"კაჭკაჭები" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და
"წითელი ეშმაკებზე" კი რა უნდა ვთქვათ? მათ გამარჯვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქულის შემთხვევაშიც კი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მარათონის გამარჯვებულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.
XXXV ტური
არსენალი-ჩელსი 0:0
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)
ასტონ ვილა-სანდერლენდი 0:0
საუკეთესო: შტეფან სესინიონი (სანდერლენდი)
ბლექბერნი-ნორვიჩი 2:0
საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)
ბოლტონი-სუონსი 1:1
საუკეთესო: გულფი სიგურდსონი (სუონსი)
ფულჰემი-უიგანი 2:1
საუკეთესო: კლინტ დემპსი (ფულჰემი)
ნიუკასლი-სტოკ სიტი 3:0
საუკეთესო: პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)
ქუინზ პარკი-ტოტენჰემი 1:0
საუკეთესო: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)
მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი 4:4
საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 0:1
საუკეთესო: მარტინ შკრტელი (ლივერპული)
ვულვზი-მანჩესტერ სიტი 0:2
საუკეთესო: კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA სპორტს-ის მიხედვით:
1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 771 ქულა
2. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 766
3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 596
4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 596
5. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 576
ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:
345 მატჩი
262 მოგება
83 ფრე
187 მშრალად შენახული კარი
960 გოლი
5 022 ზუსტი დარტყმა კარში
3 888 აცილება
532 ფეხბურთელი
68 ეროვნების მოთამაშე
17 ჰეთ თრიკი
1084 ყვითელი ბარათი
62 წითელი ბარათი
11 946 915 ფანი ტრიბუნებზე
ტურის გმირი
ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი) - ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ - პრემიერლიგის ინტრიგაზე და ასე შემდეგ - მეტწილად ნიკიცა იელავიჩის დამსახურებაა. 26 წლის ხორვატმა "იუნაიტედთან" ბრწყინვალედ ითამაშა, კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყა და "იუნაიტედს" ორი გოლი გაუტანა. საქმე მარტო დუბლში არ არის. მას მცველები 90 წუთის განმავლობაში "ტერორში" ჰყავდა.
ტურის მწვრთნელი
დევიდ მოიესი (ევერტონი) - ლამის წაგებული მატჩის შემობრუნება - ეს "იუნაიტედის" საქმეა. „ეშმაკებმა" წელს ეს ყველაზე უკეთ „ჩელსისთან" 24-ე ტურში გვიჩვენა, როცა 3:0-ის ჩამორჩენის შემდეგ ფრეს მიაღწია. საკუთარი იარაღით „მტერთან" გამკლავება კი სტრატეგისგან დიდ განსწავლულობასა და გამბედაობას მოითხოვს. მოიესს ეს გამოუვიდა.
ტურის ნაკრები
ბენ ფოსტერი (ვესტ ბრომვიჩი) - ლაიამ რიჯუელი (ვესტ ბრომვიჩი), ფილიპ სენდეროსი (ფულჰემი), ემერსონ ბოისი (უიგანი), იონას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი) - ლუიშ ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), იოან კაბაი (ნიუკასლი), მარუან ფელაინი (ევერტონი), სტივენ პიენაარი (ევერტონი) - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი)
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 35 26 5 4 86-32 83
2. სიტი 35 25 5 5 87-27 80
3. არსენალი 35 20 5 10 67-43 65
4. ნიუკასლი 34 18 8 8 53-42 62
5. ტოტენჰემი 34 17 8 9 57-39 59
6. ჩელსი 34 16 10 8 56-38 58
7. ევერტონი 34 13 9 12 42-38 48
8. ლივერპული 34 12 10 12 40-37 46
9. ფულჰემი 34 12 10 12 45-44 46
10. ვესტ ბრომვიჩი 35 13 6 16 41-47 45
11. სანდერლენდი 35 11 11 13 42-41 44
12. სუონსი 35 11 10 14 39-45 43
13. ნორვიჩი 35 11 10 14 47-60 43
14. სტოკ სიტი 34 11 9 14 32-48 42
15. ასტონ ვილა 34 7 15 12 35-48 36
16. ქუინზ პარკი 35 9 7 19 39-57 34
17. უიგანი 35 8 10 17 34-60 34
18. ბლექბერნი 35 8 7 20 47-73 31
19. ბოლტონი 33 9 3 21 37-66 30
20. ვულვზი 35 5 8 22 34-75 23
ბომბარდირები
27 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)
ასისტენტები
13 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), ხუან მატა (ჩელსი); 10 - რობინ ვან პერსი (არსენალი) ლუიშ ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი); 9 - ალექს სონგი (არსენალი), სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), სტეფან სესინიონი (სანდერლენდი); 8 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), რაიან გიგზი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი) ტეო უოლკოტი (ორივე არსენალი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"