რობინ ვან პერსის წარმომადგენლები ტურინის "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორთან თათბირობენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "არსენალის" ჰოლანდიელ ფორვარდ რობინ ვან პერსის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა, თუ ფეხბურთელი "მეთოფეებთან" კონტრაქტს აღარ გააგრძელებს.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ვან პერსის წარმომადგენლები "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მოლაპარაკებებს უკვე მართავენ.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელის ანგარიშზე 27 გატანილი გოლია. ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში ეწურება.

ვან პერსის შეძენით, "იუვენტუსის" გარდა, "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი" და "ბარსელონაა" დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული