სტივენ ჯერარდი: ინგლისის თასის ფინალი დროებით უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის თასის ფინალურ მატჩზე ფიქრი ნაადრევია.

ჯერარდის აზრით, ახლა კლუბმა კონცენტრაცია ინგლისის ჩემპიონატის მატჩებზე უნდა მოახდინოს და დარჩენილ ტურებში სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწოროს.

"ვიცით, რომ ინგლისის პრემიერლიგაში ჩვენი გამოსვლა, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, სასურველია უკეთესი იყოს.

ვალდებულნი ვართ კონცენტრაცია დარჩენილ მატჩებზე მოვახდინოთ და ლონდონის "ჩელსისთან" ინგლისის თასის ფინალი დროებით დავივიწყოთ", - თქვა მერსისაიდელთა კაპიტანმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული