ორიოლ რომეუ: ოცნება ლონდონის "ჩელსიზე"

AutoSharing Option
ორიოლ რომეუ ტარაგონის პატარა ქალაქ ულდეკონეში 1991 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. 12 წლიდან ის "ბარსელონაში"ჩაირიცხა და კატალონიელთა სკოლის ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

2011 წლის ივლისიდან ის ლონდონში ცხოვრობს. ახალ გარემოში ფეხბურთელს ადაპტაციასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემები თავიდან რომ აეცილებინა, თანამემამულე ხუან მატამ საცხოვრებლად საკუთარი სახლი შესთავაზა.

საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე "ლურჯების"ბანაკში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ესპანელმა მარტო პრემიერლიგაში 15 მატჩის (10 ძირითადში) ჩატარება მაინც მოახერხა. ფეხბურთელმა ინტერვიუ ესპანურ "ელ პაისს"მისცა.

- რატომ დატოვეთ "ბარსელონა”?
- იმიტომ, რომ კონტრაქტი "ჩელსიმ"შემომთავაზა. რომ არა
ასეთი ძლიერი გუნდის წინადადება, კატალონიის დატოვებაზე ნამდვილად არ ვიფიქრებდი. დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსიში"გადასვლა ჩემს კარიერას წაადგება. მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ვისწავლო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თამაში ნაკლებად მიწევს, ამ ნაბიჯს ნამდვილად არ ვნანობ, რადგან ვნახე ის, რასაც ვეძებდი. "ბარსელონაში"ჩემს სურვილს ანგარიში გაუწიეს, რისთვისაც მე მთელი ცხოვრება მათი მადლობელი ვიქნები.

- თქვენ ერთხელ თქვით, რომ
"ბარსელონაში"აქცენტს ტრადიციებზე აკეთებენ, "ჩელსიში"- ბიზნესზე.
- არა, ასეთი რამ არასდროს მითქვამს. ოდესმე გინახავთ თამაში "სტემფორდ ბრიჯზე”? ნახეთ და აღარ იტყვით, რომ ამ კლუბს ტრადიციები არ აქვს. ფულის გამო მე სხვა კლუბებშიც შემეძლო წასვლა.

- ოცნებობთ
"ბარსელონაში"დაბრუნებაზე?
- არა, მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიზარდო. ჩემი მიზანი არ არის უკან დაბრუნება. მინდა საკუთარი თავის პოვნა ახალ კლუბში და ვაპირებ დიდი ფეხბურთელი გავხდე. ლონდონში ჯერ რამდენიმე თვეა, ვცხოვრობ და მესმის, რომ მოთმინება მმართებს.

- მწვრთნელმა თუ აგიხსნათ, რატომ არ თამაშობთ?
- ის არ არის ვალდებული, რამე ამიხსნას. "ჩელსიში"ისევე როგორც სხვაგან, თამაშობ მაშინ, როცა ამას იმსახურებ. თუკი არ ვთამაშობ, ესე იგი უნდა მოვუმატო და მწვრთნელი ჩემს საჭიროებაში დავარწმუნო.

- გასახდელში ტერისთან, ლემპარდთან, დროგბასა და ტორესთან ერთად გიწევთ ყოფნა. ინგლისურ კლუბებში ესპანურებზე მეტი იერარქიაა?
- "ბარსელონაში" ძალიან ბევრია კლუბის სისტემაში აღზრდილი. არიან ისეთი ბიჭები, რომელთაც ახსოვთ, როდის აღმოჩნდი პირველად მათთან ერთად გასახდელში. აქ ყველაფერი განსხვავებულია. უმეტესობა სხვადასხვა კლუბიდან არის მოსული. გუნდში კი უმთავრეს როლს ვეტერანები თამაშობენ.

"ჩელსის"ლიდერი ჯონ ტერია, ის უფრო მეტია, ვიდრე კაპიტანი. ნურავინ იფიქრებს, რომ ვეტერანებს სხვებზე აღმატებულად მოაქვთ თავი. პირიქით. თავიდან საკმაოდ მიჭირდა. ერთი თქმაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯონიმ დასახმარებლად ხელი გამომიწოდა. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ის ჩემი კაპიტანია.

- უყვარს სხვების უფროსობა?
- კლუბში უფროსი აბრამოვიჩია, მოედანზე - ტერი. საბედნიეროდ, მისგან შენიშვნა არ მიმიღია, აი, რამდენიმეს კი კარგად "მოხვდა”.

- აბრამოვიჩს იცნობთ?
- მე ის ერთხელ ვნახე, ვილაშ ბოაშის გაშვებიდან მეორე დღეს, როცა მან ყველას გამოგვიცხადა, რომ ამიერიდან გუნდს რობერტო დი მატეო უხელმძღვანელებდა.

- იტალიელმა გუნდში ბევრი რამ შეცვალა?
- შესაძლოა, ჩვენ ცოტა უფრო აგრესიულები გავხდით, მაგრამ ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. ვაგრძელებთ ძველი სქემებით თამაშს და ვიგებთ, რაც გუნდს საკუთარი ძალების რწმენას მატებს.

- ფერნანდო ტორესი როგორ გამოიყურება?
- ყველაფერი რიგზე აქვს. მას ხანგრძლივი უგულო სერია ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი უკან და¬რჩა. ფერნანდომ დაიწყო გატანა და ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ძალიან გამი¬მა¬რთლა, რომ ტორესთან და მატასთან ერთად მოვხვდი გუნდში. დახმარებისთვის მათი მადლობელი ვარ.

- რას აძლევს მატა
"ჩელსის”?
- ალბათ ტალანტს, კრეატიულობას, მოულოდნელობას... ის ძალიან განსხვავებული ფეხბურთელია იმათგან, ვისაც, როგორც წესი, გარშემო ვხედავთ ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული