ზამთარში ფეხბურთელი აცხადებდა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუკი ბრაზილიური კლუბი ლონდონელებს შეუთანხმდებოდა და მის კონტრაქტს გამოისყიდიდა, მაგრამ "მეთოფეებმა" სამხრეთამერიკელებს უარი შეუთვალა.
ეს ლოგიკურიც არის, რადგან არსენ ვენგერს მთელი წელი ტრავმირებული ჰყავდა ფრანგი აბუ დიაბი და იძულებული იყო, ალექს სონგისთვის ხან აარონ რემსი შეეწყვილებინა, ხან მიკელ არტეტა. არცერთი მათგანისთვის ეს "მშობლიური" ამპლუა არ არის. ფეხბურთელი ახლა სხვაგვარად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მოხარულია, რომ ლონდონში
დროგბას კიდევ შეუძლია
"ჩელსის" 34 წლის თავდამსხმელის, დიდიე დროგბას აგენტის, ტიერნო სეიდის თქმით, მან ჯერ არ იცის, რა გზას დაადგება მისი კლიენტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებულია, რომ ასაკის მიუხედავად, ივუარელს 2-3 სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება ჯერ კიდევ შეუძლია.
"რაში იმალება მისი საიდუმლო? აღდგენით პროცედურებში, რომელსაც ის მთელი კარიერაა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და რისი წყალობითაც დღემდე ინარჩუნებს ასეთ ფორმას," - განაცხადა სეიდიმ "ეკიპთან" ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ დროგბას კონტრაქტს ლონდონურ კლუბთან ვადა ივნისის ბოლოს გასდის.
პენანტი გამოჯანმრთელდა
"სტოკ სიტის" 29 წლის მარჯვენა ნახევარმცველმა ჯერმეინ პენანტმა მოირჩინა გრიპის საშინელი ვირუსი, რომლის გამოც ფეხბურთელს მთელი ორი კვირა გაუცდა და მზადაა, გუნდს 28 აპრილს ყოფილ კლუბ "არსენალთან" და 1 მაისს "ევერტონთან" ურთულეს დაპირისპირებებში დაეხმაროს.
მართალია, ტონი პულისის შეგირდებს სატურნირო ამბიციები აღარ აწუხებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ქოთნები" ("სტოკის" მეტსახელია) სეზონის დარჩენილ ნაწილში ხელებს ჩამოუშვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"