ლონდონის "ჩელსიში" რობერტო დი მატეოს ბედი ზაფხულში გადაწყდება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" აღმასრულებელი დირექტორი რონ გარლეი ირწმუნება, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, რობერტო დი მატეოს ბედი ზაფხულში გაირკვევა.

იტალიელი "ჩელსის" მარტში ჩაუდგა სათავეში და "ლურჯები" ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

"ამ დროისთვის რობი თავის თანამდებობაზე სეზონის დასრულებამდეა დამტკიცებული და თავის სამუშაოს ბრწყინვალედ უძღვება. არ მინდა ჭორების გავრცელებას საბაბი მივცე. უბრალოდ, უნდა დავიცადოთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც ბევრი მატჩი გველის", - თქვა გარლეიმ.

დი მატეო "ჩელსიში" 2011 წლის ზაფხულში მივიდა და ლონდონელთა აწ უკვე ყოფილი თავკაცის, ანდრე ვილაშ-ბოაშის თანაშემწე
გახდა. მანამდე 41 წლის სპეციალისტი "ვესტ ბრომვიჩსა" და "მილტონში" მუშაობდა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული