ჰარი რედნაპი ინგლისის ნაკრების გაწვრთნაზე თანხმდება

AutoSharing Option
ჰარი რედნაპი ინგლისის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე მიწვევას მომავალ კვირას მიიღებს. იგი მზადაა, ამ შემოთავაზებას დათანხმდეს. ეს კი ნიშნავს, რომ სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს "ტოტენჰემს" დატოვებს.

კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რედნაპი "სუონსის" ამჟამინდელი თავკაცით, ბრენდან როჯერსით შეცვალოს. თუმცა "დეზების" ბოსები ამ მხრივ არანაირ ნაბიჯს არ გადადგამენ, სანამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია რედნაპს ოფიციალურ წინადადებას არ შესთავაზებს.

როგორც ადრე იუწყებოდნენ, რედნაპის წინააღმდეგ "ტოტენჰემის" ბევრი ფეხბურთელი გამოვიდა. მათ მწვრთნელს ტაქტიკა და მატჩებისთვის მომზადების მეთოდები დაუწუნეს.

არსებული ცნობებით, ინგლისის ნაკრებში რედნაპის თანაშემწეები კევინ ბონდი და ჯო
ჯორდანი იქნებიან, რომლებიც "ტოტენჰემში" მასთან ერთად მუშაობენ.

"დეზების" მთავრი მწვრთნელის თანამდებობაზე სხვა კანდიდატად "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესი მოიაზრება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული